ხოსე აუგუსტო ტრინიდად მარტინეს რუისი
ხოსე აუგუსტო ტრინიდად მარტინეს რუისი - დაიბადა 1873 წლის 8 ივნისს ესპანეთის მუნიციპალიტეტ მონოვარში,ტიპიურ ბურჟუაზიულ ოჯახში,სადაც ცხრა ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო ასაკით.იგი საზოგადოებასა და ლიტერატურულ სამყაროში,ცნობილი გახლდათ ფსევდონიმოთ – “ასორინი”.რუისი წარმოადგენდა გამოჩენილ ესპანელ მწერალს,ესეისტს,”98 წლის თაობის” წარმომადგენელსა და თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ კრიტიკოსს.რვა წლის მანძილზე სწავლობდა ქალაქ ეკლეში მდებარე პიარისტების სკოლაში.სწორედ ამ პერიოდიდან იწყებსსამწერლო ასპარეზზე გამოსვლას.ამავე პერიოდში დაწერა დაწერა პირველი,ორი რომანი,რომლებშიც ბევრი ავტობიოგრაფიული ნიუანსები შეიტანა.1888-1896 წლებში ვალენსიაში შეისწავლა სამართალი.სწავლის დროს დაინტერესდა ანრქიზმითა და კრაუზიზმით.იქვე იწყებს ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც.აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით. (ავტორი გენია.ჯი) მის სტატიებში მუდმივად ისმოდა კრიტიკა იმ სოციალური თემატიკისადმი,რომელიც ესპანეთში სუფევდა.გარდა ამისა,რუისის სტატიები გაჟღენთილი იყო ანარქისტული იდეოლოგიით.ხოტბას ასხამდა – ესპანური კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ბენიტო პერეს გალდოს,ესპანელ მწერალს – ხოაკინ დისენტას და ანხელ გიმერას.ახალგაზრდულ ასაკში იგი ანარქისტული იდეოლოგიის მიმდევარი გახლდათ.ესპანურ ენაზე თარგმნა ბელგიელი მწერლის – მორის მატერლინკის ნაწარმოებები. (ავტორი გენია.ჯი) 1895 წელს კი დაწერა და გამოაქვეყნა ორი წიგნი – “ლიტერატურული ანარქისტები” და “სოციალური შენიშვნები”.1896 წელს სასწავლებლად მიემგზავრება მადრიდში.თუმცა,არც აღნიშნულ ქალაქში წყვეტს ჟურნალისტურ მოღვაწეობას და ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს.1900 წლიდან,რუისის რადიკალური ანარქისტული ხედვები,უფრო ზომიერ ჩარჩოებში მოექცა,რაც აისახა კიდეც მის მიერ დაწერილ ესეებში - ”კასტილიური სული” და “იდალგო”.1904 წელს გამოაქვეყნა ტრილოგია ავტობიოგრაფიული რომანებისა – “ნება”,”ანტონიო ასორინი” და “პატარა ფილოსოფოსის აღიარება”. 1905 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1907-1919 წლებში,ხუთჯერ იქნა არჩეული დეპუტატად.მიუხედავად ამისა,აქტიურ მონაწილეობას იღებდა საჯარო განათლების დახვეწასა და გავრცელებაში.რუისი,იმ პერიოდისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი,პუბლიცისტი და კრიტიკოსი გახლდათ.მისი ანარქისტული შეხედულებები დროთა განმავლობაში კონსერვატიული ხედვებით შეიცვალა.მისი შემოქმედება დაკავშირებული გახლდათ ესპანეთსა და მის ხალხზე.სწორედ აღნიშნულ მოტივებს ეხებოდა ხოსეს შემდეგი ნაწარმოებები – “ძვირფას დონ კიხოტს”,”კასტილია”,”ესპანეთი: ხალხი და პეიზაჟი” და სხვა.ბევრს მოგზაურობდა ესპანეთის მასშტაბით,რა დროსაც რიგი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს ესპანეთის ხელოვნებაში ოქროს საუკუნის შესახებ.1923 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დიქტატორი – მიგელ პრიმო დე რივერა.ესპანეთში ყოველი სტატია დაექვემდებარა მკაცრ ცენზურას.შესაბამისად “ასორინის” და სხვა ინტელექტუალთა საჯარო პუბლიკაციები შეწყვეტილ იქნა. 1924 წელს ასორინი არჩეულ იქნა ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრად.ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებისას,საფრანგეთში გაემგზავრა.ხოლო,საშინელი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ,ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის – რამონ სერანო სუნიერას დახმარებით დაუბრუნდა სამშობლოს. 1955 წელსსუნიერას “ასორინმა” მიუძღვნა კიდეც ერთი თავისი ნაწარმოები.რუისის შემოქმედება ძირითადად მოიცავდა რომანებსა და ესეებს.ასევე დაწერა რამდენიმე პიესა თეატრებისათვის.ხოსე აუგუსტო ტრინიდად მარტინეს რუისი გარდაიცვალა 1967 წლის 2 მარტს ესპანეტის დედაქალაქ მადრიდში. (ავტორი გენია.ჯი)