ჭოლა ლომთათიძის ლირიკული მოთხრობიდან – “სახრჩობელას წინაშე”
“შია და ცივა ადამიანს,ობოლია და უპატრონო ის,უთანაგრძნობოდ,უალერსოდ დარჩენილა ის,რაც დაიბადა,არ უნახავს ალერსი შეყვარებულისა,არ სმენია ტკბილი სიტყვა.ის გაძარცვეს,გაატიტვლეს,მოპარეს სული და გული,მოპარეს გრძნობა,ქუჩაში გაუძახეს…
მოშივდა,მოწყურდა მას,შესცივდა,სიცოცხლე მაინც შეეხარბა. და ამიტომ ის ჯაშუშია,პირუტყვია,მოღალატე და შემზარავი… იმასაც აუხვიეს პირი,გაუკრეს ხელები და შიგ სინდისში ჩააფურთხეს,სული მოპარეს,მკერდიდან გული ამოაცალეს და ის,უსულგულო,სინდის შერცხვენილი,ქუჩაში ჯაშუშად გაუშვეს,სინდისთან საბრძოლველად შეაიარაღეს…
ჯალათი კი სანთლავს ბაწარს და მელოდება,რომ დახრჩობის შემდეგ ტანზე,ჩემი ტანსაცმელი დაისაკუთროს,მე კი ტიტვლად სამარეში გამიძახოს… შია და სწყურია ადამიანს,ყველა მას ახრჩობდა,ისიც მე მახრჩობს; ყველა ძარცვავდა და ისიც მე მძარცვავს; ყველა კიდებდა მას ყანყრატოში ხელს და ისიც აგრე იქცევა. და თუ ყველა ასე,ამნაირი გზით ირჩენს თავს,მან რა დააშავა,ის ვისი ანგელოზია? (ავტორი გენია.ჯი) მასაც შია და სწყურია,სცივა და თბილი ბინა უნდა.
და აი,სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მოისპოს ის რეჟიმი,ის პირობები,რომელიც ადამიანს აიძულებს ლუკმაპური მეძავობით,ჯაშუშობით,ჯალათობით თუ სხვა უკეთური გზით იშოვოს… უნდა გამოინახოს საზოგადოებრივი წყობის,სოციალური ურთიერთობის სხვა მოდელი,სამართლიანობის პრინციპებზე აგებული”.
P.S სურათი აღებულია საიტიდან – www.mplg.gov.ge