“სიბრძნის წუთი”
გენიალური სპარსი პოეტი,ფილოსოფოსი და მათემატიკოსი - ომარ ხაიამი (1048-1122 წლები),ერთ ბძენთან საუბრის ძალიან საინტერესო დეტალს გადმოგვცემდა:
ერთ მშვენიერ დღეს,დიდებული მსჯელობებით ცნობილ ბრძენ-კაცს ვესტუმრე.ჩვენს შორის გამართული დიალოგისას,მას ვკითხე:
- რა არის სიყვარული?
- არაფერი! – მიპასუხა მან.
როგორ თუ არაფერი? მე ვიცი,რომ ამ გრძნობის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი.ერთნი წერენ,რომ ის – მარადიულია,ხოლო მეორენი კი – მხოლოდ წამიერიო.ერთნი წერენ რომ – ცეცხლის ალივით მწველია,ხოლო მეორენი – თოვლივით დნებაო. (ავტორი გენია.ჯი)
მცირეოდენი დუმილის შემდეგ,მან კვლავ მრავალმნიშვნელოვნად მითხრა:
- რა არის სიყვარული? ეს ყველაფერია ადამიანისათვის!
ასეთი უცნაური პასუხის შემდეგ,ბრძენს თვალებში ჩავხედე და ჩავეკითხე:
- ეს როგორ გავიგო? ყველაფერი და არაფერი?
მან გაიღიმა და მიპასუხა:
- ამ კითხვას უკვე,თავად გაეცი პასუხი! ყველაფერი ან არაფერი! აქ შეუძლებელია შუალედი არსებობდეს! (ავტორი გენია.ჯი)