სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობიდან – “ზეციერო,გამიღიმე…”
“ჩვენისთანა პატარა ერები დიდმა სახელმწიფოებმა ლამის ჩაყლაპოს,გაბეგროს,სული ამოართვას,ეს მოიღეს მიზეზად ზოგიერთებმა,პატარა ერები უნდა გავათავისუფლოთ,ყველამ თავისთვის იცხოვრონ,თავისი სამეფო ჰქონდესო… აი,ამაზე ატყდა ომი,მაგრამ პატარა ერები კი შიგ შუაში გამოჭყლიტეს; აქლემები წაიკიდნენ და კოზაკები გამოსჭყლიტეს,ხსნა სადაა?”
***
“უნდა ხმა ამოვიღოთ,ისე ვინ რას მოგვაშავებს,ხელგაუნძრევლად,ხომ ხედავთ,აღარა მოდისრა”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“დღეს ნიაღვარები მოვარდა სისხლისა,კოკისპირულად მოდის სისხლი,დედამიწა გაიჟღენთა,ვეღარ იტევს.ოი,უფალო,აკმარე ხალხს ცეცხლის კიდება!”
***
(სიტუაცია,როდესაც დედას უნდა შეატყობინონ მესამე შვილის დაღუპვის ამბავი – ავტორი გენია.ჯი):
“კარი შემოჭრიალდა,დიმიტრი და მამასახლისი გამშრალნი გაჩერდნენ.მართა წამოვარდა და შეჰყვირა:
- რის მახარობელი ხართ? კეთილისა,თუ ბოროტისა? იქნებ ზეციერმა გამიღიმა!
- არა შე უბედურო! ზეციერი აღარავის უღიმის…
მართა შეტორტმანდა და მოჭრილ ხესავით ზღართა მიიღო.
გაბრიელ ხუცესმა დაიჩოქა,ხელები განაპყრა,რამდენსამე წამს ტუჩები აცმაცურა,გაალმასებულის სახით იცქირებოდა მაღლა-მაღლა,ბოლოს დაემხო პირქვე და დაიღმუვლა:
- შენც უსამართლო ყოფილხარ,ღმერთო!” (ავტორი გენია.ჯი)