უილიამ შექსპირი – “სონეტი XCII”
შენ დღეს ჩემი ხარ და ვეღარსად წახვალ იცოდე,
დრო ახლა ჩვენი მოყვარეა,განა მტერია,
ლამაზ სიყვარულს დაემონა ჩვენი სიცოცხლე
და მის გარეშე არსებობა არ გვიწერია.
***
არ ვნაღვლობ,ბედმა სიმართლისგან რაგინდ გამყაროს,
გამრიყოს დროის მსვლელობისგან რაგინდ დროებით,
სჯობს ერთი მზერით შევეხიზნო მე შენს სამყაროს,
იმ მზერით,შენი ცბიერებით ნასაზრდოებით.
***
და თუ ცრემლებიც თვალთმაქცობით ხშირად გეფრქვევა,
თუ მღალატობ და ფიანდაზად სულ სხვას ეგები,
მე ბედით ბედკრულს ბედნიერი მაინც მერქმევა,
რადგან სიკვდილსაც სიყვარულით შევეგებები.
***
ვეჭვობ,ღალატს და ორგულობას შენ არ იცნობდე…
ოღონდ ეს ცოდვა,გთხოვ,არასდროს მე არ ვიცოდე…