ანაკრეონტი

ანაკრეონტი - დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 570-559 წლების შუალედში,მცირე აზიაში მდებარე იონიის უძველეს ქალაქ თეოსში.იგი წარმოადგენა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ლირიკულ პოეტს,რომელიც “ალექსანდრიელი ელინისტური მეცნიერების” მიერ შეყვანილ იქნა “9 უდიდესი ლირიკოსი პოეტების” ნუსხაში.ანაკრეონტის წარმომავლობის შესახებ ცნობები ძალიან მწირია.სხვადასხვა წყაროები მის მამად ასხელებს შესაძლო ოთხ პიროვნებას – სკიფიანეს,ევმელის,პართენიეს ან არისტოკრიტეს.თუმცა ზუსტი ვინაობა მისი მამისა გაურკვეველია.ძვწ.აღ-ით 545 წელს,თეოსის სპარსების მიერ აღების შემდეგ,თანამოქალაქეთა ჯგუფთან ერთად თრაკიასი მოახერხა გაქცევა.თრაკიაში კი თეოსელებმა ჩამოაყალიბეს კოლონია – აბდერი (ძველბერზნული ქალაქი მცირე აზიაში,რომელიც მალევე იქნა დაპყრობილი ლიდიის სატრაპის – ჰარგაპუსის მიერ).ანაკრეონტის აბდერიდან გაძევება,როგორც ჩანს გამოიწვია მისმა აქტიურმა ბრზოლებში ჩართვამ ჰარგაპუსის ჯარების წინააღმდეგ.მოგვიანებით ანაკრეონტი მიწვეულ იქნა,ცნობილი სამოსელი ტირანის პოლიკრატეს მიერ და მისი სასახლის კარზე პოეტმა ძვ.წ.აღ-ით 522 წლამდე დაჰყო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ჰეროდოტე ამბობდა,ანაკრეონტი ამ პერიოდში ტირანის დიდი ნდობით სარგებლობდა და მას რამდენიმე ოდაც კი მიუძღვნა.პოლიკრატეს გარდაცვალების შემდეგ იგი გაემგზავრა ათენში,სადაც მსახურობდა ტირან ჰიპარქეს სასახლის კარზე.ამავე პერიოდში მან გაიცნო დიდი ძველბერძენი პოეტი სიმონიდე და მისი შესანიშნავი ახლო წრე.ისინი ერთად ხშირად იკრიბებოდნენ ჰიპარქეს კარზე,სადაც მიმდინარეობდა მათი პოეზიის და სხვა ინტელექტუალური საკითხების განხილვა.

ანაკრეონტის პოეზია ბერძნული ენის იონურ დიალექტზე იყო დაწერილი და ხშირად მის მიერ შეთხზულ ლექსებზე სიმღერები იწერებოდა.მისი შემოქმედებიდან დღემდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია და ისიც ფრაგმენტებად და სხვადასხვა ავტორებისაგან გადმოცემებით.წერდა იამბურ და ელეგიურ ლექსებს.გარდა ამისა ჰიმნებს.მისი პოეზია იმდენად პოპულარული იყო,რომ მას განიხილავდნენ ალკეასა და საფოს ღირსეულ მემკვიდრედ.ჰიმნები მიუძღვნა არტემიდასა და დიონისეს,რომლებიც მის მიერ დაწერილი პოეზიიდან ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებად მიიჩნევა.მოტივები კი მი ლექსებში გახლდათ: სიყვარული,თავისუფალი აზროვნება,ემოციონალური ფონი,დღესასწაულები,სიკვდილის მოახლოება და სიბერე.ანაკრეონტი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 485-478 წლების სუალედსი,თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი ადგილი უცნობია.სიმონიდეს ცნობით იგი ჰიპარქეს მკვლელობის შემდეგ,იგი თეოსში დაბრუნდა,სადაც აღესრულა კიდეც.ლუკიანეს ცნობის თანახმად – ანაკრეონტმა საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლით იცხოვრა და იგი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანაკრეონტი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ათენში,რომ მას ძეგლი აუგეს,ხოლო თეოსში ზოგიერთი ნომინალის მონეტაზე იქნა გამოსახული,ლირით ხელში. (ავტორი გენია.ჯი) ანაკრეონტის პოეზიამ ევროპაში,საუკუნეების შემდეგაც არ დაჰკარგა პოპულარობა და XVIII-XIX საუკუნეებში განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა.ანაკრეონტი ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკოს პოეტადაა დღემდე მიჩნეული.