“სიბრძნის წუთი”
ფანჯარასთან ბულბულის გალია ეკიდა.ერთ ღამეს გალიასთან ღამურა მიფრინდა და ბულბულს ჰკითხა: დღისით რომ დუმხარ და ღამით გალობ,ეს რას ნიშნავსო.
- დღისით რომ ვიგალობე,დამატყვევეს.ამის შემდეგ კი ჭკუა ვისწავლე და ღამღამობით ვგალობო.
- ჭკუის კოლოფო,სანამ გალიაში ამოყოფდი თავს,მანამ უნდა გაფრთხილებულიყავი,თორემ ახლა გინდ გიმღერია გინდ არაო, – უპასუხა ღამურამ. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ეზოპეს იგავ-არაკი – “ბულბული”