ვაჟა-ფშაველა – “საიქიოს წარმოდგენა”
ყოველ ხალხს,რომელსაც სულის მყოფობა სწამს,საიქიოც სჯერა.რადგან სხვადასხვა ხალხები სდგანან სხვადასხვა გონების სიმაღლეზე და აქვთ განსაკუთრებული ეროვნული სურვილები,ამიტომ საიქიოს წარმოდგენაც ბევრად განირჩევა ერთმანეთისაგან.ველური ხალხი უფრო ხორცეულად წარმოადგენს საიქიოს,ის განყენებით ვერა სჯის და თვით მისი ნატვრა სულისა ხორცეულად კმაყოფილების გარედ არ გადის.ქრისტიანთა წარმოდგენა საიქიოზე ყველა ხალხების წარმოდგენას ამ საგანზე აღემატება,ქრისტიანთა წარმოდგენა ყოველთვის ხორცეულს თვისებას აშორებს საიქიოს. (ავტორი გენია.ჯი) ეს ადვილი წარმოსადგენია იმიტომ,რომ ქრისტიანებს თითქმის ყველგან უკეთესი ადგილები უჭირავთ და ამის გამო ხორციელი კმაყოფილება ისე არ ენატრებათ.ვნებიანი და სიცხისაგან დამწვარი მაჰმადიანი მოელის საიქიოს ჩრდილოებში განცხრომას და ვნებათა კმაყოფილებას.სამოედს – ამ ყინულის შვილს – არ შეუძლიან ერთი კვირა იცოცხლოს,თუ ქონი არ ჰსჭამა.ამიტომ ჰგონია,რომ საიქიოსაც ზღვის ძაღლის ქონი თავზე საყრელი ექნება.ფიჯიელს ჰგონია,ამბობს სპენსერი,რომ საიქიოს მაჰყავთ სხვადასხვა მცენარეები,ოჯახები აქვთ,ომობენ,იბრძვიან,ერთის სიტყვით,საიქიოს იმასვე მოჰქმედობენ,რასაც სააქაოს.საჭმელი,რომელსაც იქ მოელის კაცი,გაირჩევა სააქაოს საჭმელიდამ მით,რომ ბლომად და უკეთესი იქნება.ინუიტებს,განაგრძობს სოციოლოგი სპენსერი,ჰგონიათ,რომ უხვად ექნებათ ირმის ხორცი,პატაგონიელებს ჰგონიათ,იმოდენა საჭმელი ექნებათ,რომ ყოველდღე ილოთებენ საიქიოს.
ფშაველის წარმოდგენით საიქიო ქვეყნის შუაგულში არის; საიქიოს ის ეძახის “შავეთს”.შავეთში მართალნი არიან მკრთალს ნათელში.ეს ნათელი ისე აქვს წარმოდგენილი ფშაველს,როგორც ჩასულის მზის ახლად გამქრალი სხივები მთის წვერებზედ; ყველამ იცის,რომ მთის წვერები ცოტადღა არიან ამ დროს წითლები,ამას ფშაველი ეძახის “მკვდართა მზეს”. (ავტორი გენია.ჯი) შავეთს ჩამოუდის შუაზე დიდი ხევი,რომელზედაც მოდის კუპრს მდინარე,ცეცხლმოდებული; მაზედ არის გადებული ბეწვის ხიდი,მართალი გაივლის იმ ხიდზე,ცოდვილი კი ჩავარდება და იწვის კუპრში.საიქიოს მკვდრები ლაპარაკობენ მისუსტებულის ხმით.აი ლექსი საიქიოზე,რომელიც გვაჩვენებს ძველისძველ შეხედულებას ხალხისას და, ამასთან,ფშავლის წინ წაწევას საიქიოს წარმოდგენაში:
ნეტარ რად უნდა: კარგს ყმასა სამკლავე,საფუხარია?
მეც მიმყვა სამარის კარსა, – ერთიც ვერ მომიხმარია.
შავეთის მებატონესა სამჯერ დავუკარ თავია,
უკლუებ გამაარჩია შიგ ნარჩევები ყმანია;
ვერ დავხვდი ჩემებურადა,მტკივა მარჯვენა მხარია,
ხელი გამკიდეს ხელზედა,ჩამამავლიეს ჯარია.
რა საკვირველნი ყოფილან: ერთსაც არ ესხდენ თვალნია,
ჩამოჰქცევიყო სახკარი,ზედ დასდიოდა წყალია.
სხვას ყველას გაეძლებოდა,სურუელს ექნა ძალია;
ვაჟსა წასძოვა ულვაში,ქალსა გიშრისა თმანია.