ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანის – “თამაში ჭვავის ყანაში” შესახებ…
დიდი ამერიკელი მწერლის – ჯერომ დევიდ სელინჯერის (1919-2010 წლები) მიერ დაწერლმა რომანმა (სრული ვერისია გამოქვეყნდა 1951 წელს) – “თამაში ჭვავის ყანაში”,გამოქვეყნებისთანავე უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა.1961-1982 წლებში,აღნიშნული ნაწარმოები ერთ-ერთ ყველაზე აკრძალულ წიგნად მიიჩნეოდა და შესაბამისად,მისი გავრცელება იკრძალებოდა რიგი ქვეყნების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში. (ავტორი გენია.ჯი) მასში გამოყენებული ძალადობისა და უხამსობის სცენები,გულგრილს არ ტოვებდა არც ერთი რელიგიური მრწამსის მქონე მკითხველს.მრავალი კრიტიკოსი,მწერლისაგან ბოდიშის მოხდასაც კი მოითხოვდა,თუმცა სელინჯერი მათთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა და მათ თვალთმაქცებად მოიხსენიებდა.განსაკუთრებული ყურადღება ჯერომის რომანმა – “თამაში ჭვავის ყანაში”,ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის – ჯონ უინსტონ ონო ლენონის მკვლელობის შემდეგ (1980 წლის 8 დეკემბერი) მიიპყრო.მას შემდეგ,რაც ამერიკელმა – მარკ დევიდ ჩეპმენმა,ნიუ-იორკში მდებარე დაკოტას შენობიდან გამოსვლისას,სასიკვდილოდ დაჭრა ლენონი,გაქცევას არც კი შეეცადა და დანაშაულის ადგილზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს იქვე ტროტუართან ჩამომჯდარი დახვდა.ამ დროს მას ხელში,ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანი – “თამაში ჭვავის ყანაში” ეჭირა და კითხულობდა.წიგნის ყდაზე კი ჩეპმენს მიწერილი ჰქონდა შემდეგი სიტყვები: “ჰოლდენ კოლფილდს ჰოლდენ კოლიფილდისაგან. ეს არის ჩემი ჩვენება”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სასამართლოზე საბოლოო სიტყვის თქმისას,ჩეპმენმა საკმაოდ ვრცელი ციტატა მოიყვანა ზემოთ აღნიშნული რომანიდან.კერძოდ,იმ ეპიზოდიდან,სადაც ჰოლდენი უფსკრულის თავზე მოთამაშე ბავშვების გადარჩენაზე საუბრობს.ჩეპმენი კატეგორიულად უარყოფდა შეურაცხადობას და მზად იყო სამუდამო პატიმრობისათვის,ოღონდ გიჟის იარლიყი არ მიეკრათ.მას ღრმად წამდა,რომ მის ქმედებებში ღვთის ხელი ერია და რომ,საზოგადოებას სახიფათო ადამიანი მოაშორა.სელინჯერის რომანი – “თამაში ჭვავის ყანაში”,კიდევ უფრო ცნობადი გახდა მას შემდეგ,რაც რობერტ ჯონ ბარდომ,რომელმაც სამ წლიანი დევნის შემდეგ,21 წლის ასაკში მოკლა ამერიკელი მსახიობი გოგონა – რებეკა ლუის შეფერი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავდასხმის დროს,ბარდოს ხელში ეჭირა წითელყდიანი წიგნი – “თამაში ჭვავის ყანაში”.ამ ფაქტებმა სელინჯერის კრიტიკა კიდევ უფრო გაზარდა.მის ნაწარმოებს იმ მაგიური ძალის მქონედ მოიხსენიებდნენ,რომლებიც ადამიენბს აზომბირებდა.დიდი კანადელი ფილოსოფოსი – ჩარლზ ტეილორი წერდა: “უმჯობესია,ჩავუღრმავდეთ რომანს,სელინჯერის უერთგულესი მკითხველის – ჩეპმენის მსგავსად,რომელმაც ზურგი აქცია ლენონის ჯერ კიდევ თბილ გვამს,მისგან რამდენიმე ფუტის მოშორებით რომ იყო და კითხვა დაიწყო”.
ჯერომ დევიდ სელინჯერმა თავს დამტყდარი უზარმაზარი კრიტიკის შემდეგ,ყველასაგან განმარტოებით (განდეგილად) დაიწყო ცხოვრება.იგი არავის აძლევდა ინტერვიუს და მაქსიმალურად ერიდებოდა გარესამყაროსთან კონტაქტს. 1965 წლიდან,აღარც ნაწარმოებებს აქვეყნებდა და რასაც წერდა,იმასაც მხოლოდ საკუარი თავისთვის. 2010 წლის 27 იანვარს სელინჯერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-გემშპირში მდებარე სახლში.მისი რომანი – “თამაში ჭვავის ყანაში” კი აქტუალურობას დღემდე არ ჰკარგავს,როგორც მკითხველში ასევე კრიტიკოსებში. (ავტორი გენია.ჯი)