მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნააზრევი…
1. „რა მესაქმება სხეულის ნაწილებთან,მის უძლურებასა და სალმობასთან,როცა ჩემი სული უძლეველია ყოველთვის და ყველგან.მარცხენა ხელის დაკარგვით უფრო ვასახელე მარჯვენა,არასოდეს გამიტარებია გულში შიში,როცა საქმე სიმართლეს ეხებოდა,თუმცა ბევრი მგელი მინახავს ღვთის ქოფაკთა ბუნაგში”.
2. „ყოველი წიგნის მეორე ნაწილი არასოდეს არაფერი ღირს”. – (ავტორი გენია.ჯი)
3. „ – განა მე დავიღუპე? განა ყველა ჩემი ნაშრომი დასაღუპადაა განწირული? მხოლოდ მერმისი და შთამომავლობა გადაწყეტს ამ საკითხს!”
4. „ღატაკი ჰომეროსის დროიდან დღემდე ყველა ჭეშმარიტად დიდი ადამიანი სიცოცხლეში საშინელ გაჭირვებას განიცდიდა”.
5. „ – საბრალო არსებანო,თქვენ იზიარებთ ჩემს ტანჯვა-წამებას და არ შეგიძლიათ ამაღლდეთ ჩემს სიხარულამდე,რასაც მანიჭებს ბედი!”
6. „ – ნუთუ ისეთივე გიჟი ვარ,როგორიც მახვილგონიერი იდალგო?”
7. „ – ეს იქნება წიგნი,რომელშიც არაფერია მხიარული ან სატირული.”დონ კიხოტი” იყო შაშვის ხალისიანი სტვენა.ჩემი ცხოვრების დაისი ახლოვდება.მინდა ვსინჯო,შევძლებ თუ არა ბინდისას ბულბულივით გალობას.თუ ჩემი განზრახვა განვახორციელე,”პერსილესისა და სიგიზმუნდის ყარიბობა” იქნება უდიადესი ეპოპეა,მიძღვნილი სიყვარულისა და საყოველთაო შენდობისადმი”.
8. „არნახული და შეუძლებელიც რომ მხვდეს წილად,უკანვე რომ შემომთავაზონ და დამიბრუნონ ჩემი მარცხენა ხელი იმ პირობით,რომ უარი ვთქვა ისტორიაში გაუგონარ,ყველაზე კეთილშობილ ომში მონაწილეობაზე,უარვყოფდი ასეთ მოწყალებას.ვეტყოდი ღმერთს: დაე,წამართვან მეორე ხელიც,მაგრამ შემინარჩუნონ ლეპანტოს ბრძოლაში მონაწილის სახელი და დიდება-მეთქი!”
9. „- მე ვამაყობ ჩემი ბედშავობითა და სივაგლახით.შემიყვარდა მწუხარება და სევდა.მათგან ბევრი რამ ვისწავლე”. – (ავტორი გენია.ჯი)
10. „ჩემი სისუსტე იმაშია,რომ გამოვთქვამ ყველაფერს,რაც მაწუხებს”. – (ავტორი გენია.ჯი)