ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

1. „ – რას იზამთ ბიბლიოთეკაში რომ დაინახოთ ვიღაც წიგნს ხევს?

- ეს წიგნს გააჩნია!”

* * *

2. „მაქვს ძალიან კარგი პირობები, გნებავთ კომუნალური დაარქვით და გნებავთ სხვა.

- ეს როგორ?

- როგორ ბატონო და მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა (თაროები), მოხერხებული სავარძელი, ტორშერი, თავს ზემოთ ნათურა.

- არა, არა, ბატონო, ეს კომუნალური პირობები არაა.

- სხვათაშორის გააჩნია ვისთვის?! გააჩნია ვისთვის?!”

* * *

3.  „ – მოდაზე რა აზრის ბრძანდებით? ესე იგი როგორი ტანსაცმელი მოგწონთ უფრო?

- ფართო ჯიბიანი ჩემო კარგო.

- კაცო, როგორ თუ ფართო ჯიბიანი? რისთვის? რას ნიშნავს?

- ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს შიგნით, იმისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „ – სქესი?

- ვასილი მქვია ბატონო!”

* * *

5. „ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ, ხდები ოდნავ უკეთესი – ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი – ვიდრე იყავი, და მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის ჭკუა – აუცილებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „სერვანტესი ჩამოძენძილი, უნებურად ამაყი, მშიერი, ხელგამხმარი – დიდებული ესპანელი ინვალიდი!”