უგო ფოსკოლო
უგო ფოსკოლო – დაიბადა 1778 წლის 6 თებერვალს იონიის ზღვაში მდებარე კუნძულ ზაკინთოზე (თანამედროვე საბერძნეთი).იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ პოეტსა და ფილოლოგს.უგოს მამა – ანდრეა ფოსკოლო,წარმომავლობით იტალიელი იყო და საკმაოდ ცნობილ ვენეციელ ექიმსაც წარმოადგენდა,ხოლო დედა – დიამანტინა კი ბერძენი ქალი.ერთი პერიოდის მანძილზე,ფოსკოლოს ოჯახი ხორვატიის ქალაქ სპლიტში ცხოვრობდა.სწორედ იმ პერიოდში გარდაეცვალა უგოს მამა,რის შემდეგაც 1788 წელს ოჯახი იტალიის ულამაზეს ქალაქში ვენეციაში გადავიდა საცხოვრებლად.უგო ფოსკოლომ,კლასიკური განათლება პადუაში მიიღო,დაამთავრა-რა იქ ადგილობრივი “პადუის უნივერსიტეტი”.მოგვიანებით აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. (ავტორი გენია.ჯი) იბრძოდა ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაში,თუმცა მალევე შეაფასა,ნაპოლეონის რეალური მიზნები და არმია დატოვა. 1816 წელს ემიგრაციაში წავიდა ინგლისში.მიუხედავად იმისა,რომ “ნისლიან ალბიონზე” გამგზავრებამდეც წერდა ლექსებს,პირველი პოეტური აღიარება მაინც იქ მოიპოვა.უგო ფოსკოლომ,რევოლუციური კლასიციზმის ტრადიციის მიხედვით შექმნა ტრაგედიები – “თეისტი” (1797 წელს),”აიაქსი” (1811 წელს) და “რიჩარდა” (1813 წელს). 1806 წელს კი დაწერა დღემდე შედევრად აღიარებული ლირიკული ჟანრის პოემა – “აკლდამები”.გარდა პოეტური ქმნილებებისა,უგო ფოსკოლოს კალამს ეკუთვნის რომანი – “იაკოპო ორისტის უკანაკნელი წერილი”,რომელიც გამოცემამდე (1816 წელი) რამდენჯერმე შეასწორა.ნაწარმოებში კი სენტიმენტალური და პატრიოტული პათოსი სჭარბობს.მანვე გაუკეთა ისტორიული მნიშვნელობის მქონე კომენტარები გენიალური იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის შედევრებს – “დეკამერონს” და “ღვთაებრივ კომედიას”,რითაც უდიდესი წვლილი დაიდო ფილოლოგიაში.სწორედ ამის შემდეგ იქნა იგი აღიარებული იტალიაში – “რომანტიკული კრიტიკის” ფუძემდებლად. უგო ფოსკოლო გარდაიცვალა 1827 წლის 10 სექტემბერს,ლონდონთან ახლოს მდებარე ტერმენ-გრინში.მის შემოქმედებას კი ლიტერატურის და პოეზიის მოყვარულებში აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს. (ავტორი გენია.ჯი)