ჩინუა აჩებე
ჩინუა აჩებე - რომლის სრული სახელი გახლავთ ალბერტ ჩინუალუმოგუ აჩებე,დაიბადა 1930 წლის 16 ნოემბერს ნიგერიის სოფელ ოგიდიში,სკოლის მასწავლებლის ოჯახში.იგი წარმომავლობით ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაცხოვრებელი ხალხის – იგბოს წარმომადგენელი გახლდათ.ჩინუა აჩებე წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ნიგერიელ მწერალს,პოეტსა და ლიტერატურულ კრიტიკოსს,რომლის მიერ დაწერილი პირველივე რომანი – “და მოვიდა განადგურება”,იმთავითვე იქცა უდიდესი ინტერესის ლიტერატურულ ნაწარმოებად,რომელიც ეხებოდა კოლონიალიზმის კრიტიკასა და მის მიერ მოტანილ შედეგებს.აღნიშნული ნაწარმოები დღემდე აკრძალულია ერთ-ერთ აზიურ სახელმწიფოში – მალაიზიაში.
უმაღლესი განათლება აჩებემ,ნიგერიაში არსებულ ერთ-ერთ უძველეს იბადანის უნივერსიტეტში მიიღო.თავდაპირველად სამედიცინო განხრით,ხოლო მოგვიანებით კი თეოლოგიას,ინგლისურ ენასა და ისტორიას დაეუფლა.ამავე უნივერსიტეტში გაწევრიანდა “ახალგაზრდა მწერალთა” წრეში,სადაც მის გარდა მოღვაწეობდნენ – ვოლე შოიინკა,ელეჩი ამადი,ქრისტოფერ ოკიგბო და სხვები.მანვე სტუდენტობისას უარი განაცხადა თავის ინგლისურ სახელზე (ალბერტი) და მას შემდეგ იგი აფრიკული სახელით ჩინუათი მოიხსენიება.უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ,ამავე სასწავლებელში ლექტორად დაიწყო მუშაობა.გარდა ამისა მუშაობდა ნიგერიის ეროვნულ რადიოშიც.1958 წელს გამოქვეყნდა მისი გახმაურებული რომანი – “და მოვა განადგურება”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული რომანი დღესდღეობით,ყველაზე წაკითხვად რომანადაა მიჩნეული,თანამედროვე აფრიკელი მწერლების რომანებს შორის.ამავე რომანისათვის 2007 წელს,იგი დაჯილდოვებულ იქნა “ბუკერის საერთაშორისო პრემიით”. (ავტორი გენია.ჯი) იგი ითარგმნა 50 უცხო ენაზე და სულ მისი 10 მილიონი ეგზემპლარი იქნა გაყიდული.რომანში ფართოდ არის აღწერილი ევროპელთა პირველი გამოჩენა აფრიკის კონტინენტზე და ამავე დროს გადმოცემული აქვს ის სავალალო შედეგები,რაც აფრიკის კონტინენტს კოლონიალიზმმა მოუტანა.მისი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე დაწერა 20 წიგნი,მათ შორის რომანი – “ღმერთის ისარი”.ნიგერიის მეორე სამოქალაქო ომის პერიოდში (1967-1970 წლები),წარმოადგენდა “არაღიარებული ქვეყნის” ბიაფრას დიპლომატს. (ავტორი გენია.ჯი) ბიაფრას მარცხის შემდგომ,ოჯახთან ერთად გაიქცა დიდ ბრიტანეთში.თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა ნიგერიაში,რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა,სადაც მასაჩუსეტსისა და კონეკტიკუტის უნივერსიტეტებში დაიწყო მუშაობა.1979 წელს აჩებე ნიგერიაში ბრუნდება,რა დროსაც ლაოსის უნივერსიტეტი მას პროფესორის ხარისხს ანიჭებს.1990 წელს იგი ავტოავარიაში ხვდება,რა დროსაც სხეულის ქვედა ნაწილების პარალიზება ემართება.ჩინუა აჩებე გარდაიცვალა 2013 წლის 22 მარტს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში მდებარე საავამყოფოში,82 წლის ასაკში.მის სახელს კი დღემდე მოიხსენიებენ,როგორც “თანამედროვე აფრიკული ლიტერატურის მამა”.