თორნიკე გოგნიაშვილის მოთხრობიდან – “მიწა და ძვალი”

“ყველაზე დიდი ბედნიერებაა,არ გეშინოდეს უბედურების.დროის არ უნდა გეშინოდეს,რადგან,რაც მთავარია,მიდის,მიდის და ადრე თუ გვიან აგაცილებს ნებისმიერ ტკივილს.არსებობს განუკურნებელი ტკივილიც,მაგრამ მაინც კარგავს ძალას დროთა განმავლობაში.დრო თუ დაბერდება ნეტავ? არა მგონია,მაგრამ,ყველას და ყველაფრის დაბერებით დაღლილი,ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დაისვენებს,სადმე ჩრდილში,ჩრდილში,სადაც ადამიანის სხეული ვერ ისვენებს მხოლოდ.დრო ასაკით ღმერთის ტოლია.ათეისტი არ ვარ,თორემ ვიტყოდი – მასზეც დიდი.ცვალებადობაა წამიერის სიყვარული.ყველაფერი,რომ მარადიული იყოს,ძალას დაკარგავდნენ წუთიერი ბედნიერებები.მერედა,გვინდა ჩვენ ეს? არა მგონია,სასურველი იყოს.ბედს რომ მიენდობა,ის კაცი დაღუპულია.ბედი უნდა მოარჯულო.ბედი ცხენივით არის,თუ კარგად არ დაჯექი,ჩამოგაგდებს”. (ავტორი გენია.ჯი)