მარკ ტვენი – “ცოცხალია თუ მკვდარი”
გენიალურ ამერიკელ მწერალს,სატირიკოსსა და იუმორისტს – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზს,იგივე მარკ ტვენს,ერთ-ერთ თავის დიდებულ მოთხრობაში – “ცოცხალია თუ მკვდარი”, – ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები შიმშილით კვდებიან და ლუკმა პური სანატრელი გახდომიათ.მათ შესანიშნავ ნახატებს არავინ ყიდულობს და ზედაც კი არ უყურებს.საბრალო მხატვრებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ და რა ეღონათ. (ავტორი გენია.ჯი) ბოლოს ერთმა მათგანმა საოცარი ხერხი გამოიგონა: ერთ-ერთი ჩვენთაგანი უნდა მოკვდეს, – ეტყვის იგი მეგობარ მხატვრებს, – დანარჩენები კი ვეცადოთ მის განდიდებას,რადგან ხელოვანი,როგორც წესი,ძირითადად სიკვდილის შემდეგ შეიძლება დაფასდესო.ისინი გაზეთებში გამოაცხადებენ თითქოს მართლაც გარდაიცვალა ერთ-ერთი იმათგანი,უნიჭიერესი მხატვარი.იმავე გაზეთების საშუალებით საოცარ განგაშს ატეხენ,სახელს გაუთქვამენ მეგობარს,რომელიც “გარდაცვალების” შემდეგ სხვისი გვარით ცხოვრობდა და რომელსაც საკუთარი ხელით მიჰქონდა სასაფლაოსაკენ თავისი კუბო.მოხდა მართლაც საოცრება და მოდას აყოლილმა ვაჭრებმა უზარმაზარი თანხების გადახდა დაიწყეს იმავე ნახატებში,რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინათ ავტორი კომბოსტოშიაც კი სიხარულით გადაცვლიდა და თავს ბედნიერად იგრძნობდა. (ავტორი გენია.ჯი)