ნონოს პანოპოლისელი
ნონოს პანოპოლისელი - მოღვაწეობდა ახ.წ.აღ-ით V საუკუნეში და იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ (ბიზანტიელ) ეპიკური ჟანრის პოეტს,რომელიც წარმომავლობით ძველი ეგვიპტის ქალაქ პანოპოლისიდან გახლდათ გამოსული.მის სახელთან არის დაკავშირებული “გვიანდელი ანტიკური ხანის” ერთ-ერთი უდიდესი მოცულობის მქონე პოემის – “დიონისიკა”-ს დაწერა 48 წიგნად,რომელიც შედგება 25 000 ლექსის სტრიქონისაგან. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული პოემა,სრულყოფილი სახით დაბეჭდილ იქნა 1569 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში.პოემის უმეტესი ნაწილი,ავტორის მიერ მიძღვნილ იქნა ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,მევენახეობის,მეღვინეობისა და მცენარეულობის მფარველზე – დიონისეს მოგზაურობაზე ინდოეთში.აღსანიშნავია ისიც,რომ პოემის სიუჟეტში დიონისე მხოლოდ მერვე წიგნში ჩნდება.ნონოსის მიერ დაწერილი პოემა “დიონისიკა”,ფაქტიურად წარმოადგენს ნამდვილ ენციკლობედიას მითებისა,რადგან მასში ჩართულია მითები: ტიფონის,კადმეს,დევკალიონეს,პერსევსის და სხვა მითოლოგიური პერსონაჟების შესახებ.გარდა ამისა პოემა შეიცავს არც თუ ისე მცირე რაოდენობას ეროტიული ეპიზოდებისა. (ავტორი გენია.ჯი) ნონოს პანოპოლისელი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე არ იყო ქრისტიანად მონათლული,თუმცა მისი ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე იგი ქრისტიანად მოექცა და როგორც სხვადასხვა ძველი წყაროებიდან არის ცნობილი,ნონოსი ქალაქ პანოპოლის ეპისკოპოსადაც იქნა დანიშნული.მანვე სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში დაწერა პოემა “იესოს მოღვაწეობა”,სადაც მოგვითხრო ჰეგზამეტრული სახარება იოანესაგან.სწორედ აღნიშნულმა პოემამ დაუდო სათავე პარაფრაზის ჟანრს პოეზიაში,რომელიც შემდგომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბიზანტიური ეპოქის ლიტერატურაში.