უილიამ შექსპირი – “სონეტი LXVI”

ყველაფრით დაღლილს,სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება.

***

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შეალხულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

***

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სუსულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

***

ასე დაღლილი,ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.