იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

“ქურდობა ხომ დასაგმობია,მაგრამ ის კაცი,რომელიც თავისი ოჯახის შიმშილით სიკვდილისაგან დასახსნელად მოიპარავს,დასჯის ღირსია თუ შებრალებისა? ან ვინ აღიღებს მახვილს იმ ქმრის წინააღმდეგ,რომელმაც თავისი მეძავი ცოლი და მისი კურო სიცოცხლეს გამოასალმა? ან იმ ქალწულს ვინ გაიმეტებს დასასჯელად,სიყვარულის ნეტარებას რომ ეძლევა უკანონო გზებით?

თვითონ ჩვენი ცივსისხლა მსაჯულებიც ლმობიერნი ხდებიან ასეთ შემთხვევაში და სასჯელს არ ავრცელებენ სამართალში ბრალდებულზე”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ზნეობის დარაჯნო.თქვენ ლოთსა ჰგმობთ,შეშლილიც გძაგთ და გვერდს უხვევთ ტანჯულ მოყვასს,როგორც საღვთო წერილის მღვდელთაგანი ერთი და ღმერთს მადლობას სწირავთ,მსგავსად ცნობილი ფარისევლისა,რომ თქვენც უფალს შეუქმნიხართ როგორც ერთი ვინმე მათგანი.

მე არაერთხელ განმიცდია თრობა, და ვნება ჩემი არასოდეს დაშორდება დიდ მანძილზე ნამდვილ სიგიჟეს და არც ერთს მათგანს არ ვინანიებ.

და მე ისიც არ გამპარვია მხედველობიდან,რომ ყოველი რჩეული,რომელსაც რაიმე დიადი და თვალსაჩინო რამ შეუქმნია,დასაბამიდან იქმნა გაკიცხული,როგორც ლოთი,თუნდაც შეშლილი.

ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხომ გვესმის,როცა ადამიანი მოულოდნელად კეთილშობილ,გაბედულ საქმისათვის დაიწყებს მზადებას,ამ დროს თავს დასჩხავიან: დამთვრალა,გაგიჟებულაო.

გრცხვენოდეთ,ფხიზელნო!

გრცხვენოდეთ,ბრძენნო!”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ზოგიერთი წოდების ხალხი შორს იჭერს თავს უბრალო ხალხისგან,რადგანაც ეშინიათ მათთან დაახლოებით საკუთარი ღირსების შებღალვისა.ხანდახან მათში გამოერევა მკრეხელი და თაკილობს მდაბიო ხალხთან დაახლოებას,რათა ამგვარად თავის უპირატესობას მკაფიოდ გაუსვას ხაზი.

მე კარგად მესმის,რომ ჩვენ,ადამიანები თანასწორნი არა ვართ და ვერც ვიქნებით ოდესმე,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ის,ვისაც აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაცავად,ეგრეთ წოდებულ ბრბოსგან გამიჯვნა,ისევე გასაკიცხავია,როგორც ის მშიშარა,რომელიც მტერს ემალება,რადგანაც თვითონ თავის ძალის იმედი არა აქვს”. (ავტორი გენია.ჯი)