ეზოპეს იგავ-არაკი – “მებუკე”
ერთ-ერთი ლაშქრის მებუკე მტერს ჩაუვარდა ხელთ.მებუკემ შეჰბღავლა:
- ტყუილუბრალოდ ნუ მომკლავთ გულოვანნო,ბრალი არა მაქვს.არავინ მომიკლავს,ამ ბუკის გარდა სხვა იარაღი არა გამაჩნია რაო.
მებუკეს,აღნიშნულ სიტყვებზე უპასუხეს:
- სწორედ მაგიტომ ხარ სასიკვდილო,მეომრად არ ვარგიხარ და მთელ ლაშქარს კი საბრძოლველად მოუხმობო, – რის შემდეგაც თავი გააგდებინეს. (ავტორი გენია.ჯი)