რიუნოსკე აკუტაგავა – “მწერლის ათი მცნება”
1. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს,რომ ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებადმხატვრულია.ჭეშმარიტი მნიშვნელობით,მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა.კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია,თუ რამდენად მოიცავს პოეზიას.ამრიგად,ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოები,ფაქტობრივად,პროზაა.
2. პროზაიკოსი,გარდა იმისა,რომ პოეტია,ისტორიკოსი და ბიოგრაფიცაა ერთდროულად.მაშასადამე,ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში,გარკვეული ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას.ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იჰარა საიკაკუთი. (ავტორი გენია.ჯი)
3. პოეტი ის კაცია,ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა,რომელიც ქალის მოსახიბლავად არსებობს).რამდენადაც პროზაიკოსი არა მხოლოდ პოეტია,არამედ ისტორიკოსიცაა და ბიოგრაფიც,ის მემუარისტიც უნდა იყოს.აქედან – პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტად განიცდის თავის ტანჯულ ცხოვრებას.პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა ჭარბობდეს პოეტი.თუ პოეტურობა ჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას,მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად გადაიქცევა მძიმე ტრაგედიად ( ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ,მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა).
4. ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს,რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება: პოეტის ტალანტი,ისტორიკოსის,ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი.ჩვენი წინაპრები ყველაზე რთულად თვლიდნენ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის შენარჩუნებას (ადამიანები,რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ თვლიან,ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან).ის,ვისაც მწერლობა სურს,მძღოლსა ჰგავს,საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას.მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს.
5. მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს,ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს,ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა).მტკიცედ უნდა გვახსოვდეს,რომ რარიგ მოულოდნელიც არ უნდა იყოს,ცნებები – მწერლობა და მშვიდი ცხოვრება შეუთავსებელია.ის,ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის,უმჯობესია,მწერლობას ნუ მოეკიდება.უნდა გვახსოვდეს – მწერალი,რომელზეც შეიძლება ითქვას,შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო,ის მწერალია,ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია.
6. მიუხედავად ამისა,თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს,მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოიწვიოს.ეს რასაკვირველია,არ ნიშნავს,რომ ცხოვრებისეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დატოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას.ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარი ბედის ბატონპატრონობას (ამასთან,არ არის გარანტია,რომ საკუთარი ბედის ბატონპატრონობა შეიძლება),აგრეთვე,ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერი,ყველაზე წყალწაღებული იდიოტის მიმართაც კი.
7. ლიტერატურა სიტვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა.მაშასადამე,მწერალმა შრომა არ უნდა დაზოგოს სიტყვის დასახვეწად.თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ შეუძლია,მაშინ არ ფლობს მწერლისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს.საიკაკუს “ჰოლანდიელ საიკაკუს” უწოდებენ არა მარტო იმ დროისთვის მიღებული პროზის კანონთა დარღვევის გამო,არამედ იმიტომ,რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო. (ავტორი გენია.ჯი)
8. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული).კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს,,ამ კანონებს უნდა მისდევდეს.ეს ხელსაყრელია,რადგან: 1) შეიძლება საკუთარი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნობით; 2) თუკი არ გადახვალთ საზღვარს,ლიტერატურული ქოფაკები არ შეგიყეფენ.ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს,რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოების ავტორი შეიქნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ,რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს).გენიოსი,უბრალოდ,არღვევს ყველა ამ კანონს (ამავე დროს,უცნობია,ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად,რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ).გენიოსები ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ,ესე იგი ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ ცვლილების) გარეთ მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარეების მიმართულებას მიჰყვნენ.ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ.ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა,საერთოდ,მთელ ლიტერატურას ახასიათებს).
9. კაცი,მწერლობას რომ ესწრაფვის,მოვალეა,ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ,საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს.სანამ ადამიანი მხეცია,მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეოორიას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება,ყველაფერს ისე უნდა ვუცქერდეთ,როგორც ცხოვრებაშია, და გამოვხატოთ ისე,როგორც არის – სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება.საუკეთესო მეთოდი,რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს,ნატურიდან გადაღებაა.სიტყვები – “როგორიც ის არის” უნდა გავიგოთ: “როგორც ის ხედავს” და არა “როგორც ის ხედავს მაშინ,როცა თამასუქს უყურებს”.
10. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოებების შექმნისა არ არის ოქროს მცნება.რა თქმა უნდა,ჩემი “ათო მცნებაც” არ არის ოქროსი.ვისაც უწერია მწერლად ქცევა,გახდება კიდეც.ვისაც არა – არა. (ავტორი გენია.ჯი)