ფელტიცია ბეტონია პრობა
ფელტიცია ბეტონია პრობა – დაიბადა დაახლოებით 306 ან 315 წელს იტალიაში მდებარე ორტეს კომუნაში.იგი წარმოადგენდა ცნობილ იტალიელ ადრექრისტიანული ეპოქის პოეტ ქალს.მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები მეტად მწირია,თუმცა ცნობილია რომ ძალიან ერუდირებული ქალბატონი იყო.კარგად ჰქონდა შესწავლილი გენიალური იტალიელი პოეტის ვერგილიუსის შემოქმედება და ხშირად ეწეოდა კიდეც მისი ნაწარმოებების ციტირებას.ფელტიცია დაქორწინებული გახლდათ IV საუკუნის რომის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეზე და ქალაქის პრეფექტზე – კლოდიუს ცელსინუს ადელფიუსზე.მათ,თანაცხოვრებაში ორი შვილი ჰყავდათ – კვინტუს კლოდიუს გერმოგენიანუს ოლიბრიუსი (გამოჩენილი რომაელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე) და ფალტონიუს პრობუს ალიპიუსი. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ფელტიცია,ისევე როგორც რომაელთა უმრავლესობა წარმართი იყო,თუმცა მოგვიანებით ქრისტიანად მოექცა,რის შემდეგაც მეუღლეც ჭეშმარიტ რელიგიას აზიარა.მისი დიდი სურვილი გახლდათ “ბიბლიური” ისტორიები ლექსების სახით,მარტივად გასაგები ენებით გადმოეცა.სწორედ ამიტომ გამოიყენა მან სამაგალითოდ – “ბუკოლიკები”,”გეორგიკები” და ვერგილიუსის მიერ,ლათინურ ენაზე დაწერილი ეპიკური ნაწარმოები – “ენეიდა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღევანდელ დღემდე – ფეტლიცია ბეტონია პრობას,მხოლოდ ერთადერთმა პოემამ მოაღწია და აღნიშნული პოემა გახლავთ ლათინურ ენაზე დაწერილი ცენტონი (ერთი ან რამდენიმე პოეტის ცნობილი ტაეპებით შედგენილი ლექსები,რომლებიც ახალი დროის ლიტერატურაში თავშესაქცევ პოეტურ თამაშად აღიქმება),სახელწოდებით – “Cento Virgilianus”. (ავტორი გენია.ჯი) პოემაში,რომელიც 694 სტროფისაგან შედგება,აღწერილია სამყაროს შექმნიდან სულიწმინდის გადმოსვლამდე პერიოდების ისტორია.სწორედ ამ პოემიდან ირკვევა,რომ ფელტიცია ძალიან კარგად იცნობდა “ბიბლიას”.მოგვიანებით (V საუკუნეში) რომის პაპმა – გელასიუს I-მა,რომაელი მწერალი ქალის პოემა -”აპოკრიფად” გამოაცხადა.არის ცნობები,რომ ფელტიციამ,გენიალური ძველბერძენი პოეტის – ჰომეროსის შესახებაც დაწერა ცენტონი,რაც ადასტურებს იმას,რომ იგი შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ ენასაც.გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნოდა პოემა,რომის იმპერატორის – მარკუს ავრელიუს ვალერიუს მაქსენციუსსა და კონსტანტინეს შორის გამართული ბრძოლების სიუჟეტებზე.თუმცა,სამწუხაროთ მას ჩვენამდე არ მოუღწევია.ფეტლიცია ბეტონია პრობა გარდაიცვალა დაახლოებით 353 ან 366 წელს.მისი სახელი კი,რომაულ პოეზიაში დამკვიდრებულია,როგორც ადრექრისტიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ცნობილი იტალიელი პოეტი ქალისა. (ავტორი გენია.ჯი)