იმრე შარკადი
იმრე შარკადი - დაიბადა 1921 წლის 13 აგვისტოს,უნგრეთის ქალაქ დებრეცენში.იგი წარმოადგენდა დიდ უნგრელ პროზაიკოსს,დრამატურგსა და ჟურნალისტს.შრომითი კარიერა იმრემ 1941 წელს,20 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქ დებრეცენში დაიწყო,მაშინ,როდესაც აფთიაქარის დამხმარედ დაიწყო მუშაობა.1943-1944 წლებში მუშაობდა ტიპოგრაფიაში.1946 წელს გადადის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და ამ პერიოდიდან იგი ხდება საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი.ლიტერატურულ სამყაროში პირველად იმრემ 1948 წელს შეაბიჯა,რომანით – “სვიმეონ-მესვეტე”.მალევე იგი აქვეყნებს მის მეორე რომანს – “იანოშა გალას გზა”.1953 წელს იმრე შარკადმა გამოაქვეყნა მოთხრობა “ნადირი ხუტორიდან”,ხოლო მოგვიანებით თხზულება “დაკარგული სამოთხე”.გარდა ამისა,იგი წერდა პიესებს და მის მიერ დაწერილი პიესებიდან გამოარჩევენ პიესებს,სახელწოდებით – “სექტემბერი” და “გზა ხუტორიდან”.იმრეს დღემდე მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ტალანტურ უნგრელ ლიტერატორად,რომლის შემოქმედებაც განსაკუთრებულად განვითარდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედების უმთავრეს მოტივებს წარმოადგენდა უნგრული სოფლის ცხოვრება,ტრაგიკული კონფლიქტები მიკლოშ ჰორტის ავტორიტარული მმართველობისას და სოციალური თემატიკები.პიესებს სწერდა ბუდაპეშტის თეატრისათვის,სადაც მისი შემოქმედება ფართოდ იყო წარმოდგენილი.იმრე გახლდათ გულმხურვალე პატრიოტი თავისი ქვეყნისა და როდესაც 1956 წლის უნგრეთის აჯანყება საბჭოთა ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს,მასზე ამ მოვლენამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ დეპრესიაში ჩავარდა.1961 წლის 12 აპრილს,იმრე შარკადი,ბუდაპეშტში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,იმრეს თვითმკვლელობის მიზეზი,სწორედ უნგრეთში 1956 წელს განვითარებული მოვლენებიდან მიღებული სტრესი და აღშფოთება გახდა.რასაც შემდგომ კიდევ უფრო შეუწყო ხელი იმ რეპრესიებმა,რასაც უნგრელი ხალხი განიცდიდა კომუნისტებისაგან.მას,ამ მოვლენების შემდგომ სრულიად შეერყა რწმენა “სოციალიზმის” და “სოციალისტური რეალობისა”. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ხალხის ასეთ მდგომარეობაში ხილვამ კი – იმრე შარკადი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო,რასაც საბოლოოდ ფატალური შედეგით დასასრული მოჰყვა.