ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”
1. „ჩვენ ყოველგვარი საზომი დავკარგეთ. ათი წლის განმავლობაში იზოლირებული ვყავდით და აღმაშფოთებელ, მაყივნებელ, არაადამიანურ და სასაცილო ქედმაღლობას გვინერგავდნენ. გამოგვაცხადეს ერად, რომელიც მოწოდებულია იბატონოს და რომელსაც დანარჩენები მონებივით უნდა ემსახურონ – ბატონთა ნაცია! დაემორჩილო ყოველ ბრიყვს, ყოველ თაღლითს. ყოველ ბრძანებას – განა ეს ბატონთა ნაციად ყოფნას არ ნიშნავს? და აი, ესეც პასუხი: როგორც ყოველთვის, იგი უდანაშაულოებს უფრო ურტყამს, ვიდრე დამნაშავეებს”.
* * *
2. „თუ ფრონტელი ჯარისკაცი ირთავს ცოლს, მის მეუღლეს ყოველთვიურად დახმარება ეძლევა. მგონი, ორასი მარკა. რატომ უნდა აჩუქო კაცმა სახელმწიფოს ამოდენა თანხა? საკუთარ თავს სწირავ კაცი და რატომ ის მაინც არ უნდა მიიღო, რისი უფლებაც გაქვს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ბედნიერები უნდა ვიყოთ და ერთად დავრჩეთ. რა გვესაქმება ჩვენი მშობლების მიერ წამოწყებულ ომებთან?”
* * *
4. „ვიდრე ადამიანს ათასგვარი კითხვა გაწვალებს, მანამდე ბევრი რამ არ ძალგიძს, და მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე არაფერს მოელი, შენი გული ღიაა ყველაფრისთვის და შიში რა არის – არ უწყი”.
* * *
5. „ჯერ ის შევჭამოთ, რაც მალე ფუჭდება. ბოთლებიც სულ ყველა დავაწყოთ. მთელი ჩვენი სიმდიდრე, რომელიც პატიოსნად მოვიპოვეთ ქურდობისა და კორუფციის მეშვეობით. ჰო… ჩვენ ალალად დავიმსახურეთ ისინი მომაკვდინებელი შიშის ფასად”.
* * *
6. „ქრისტიანული ეპოქის მარტვილნი ქედს არ იხრიდნენ იძულების წინაშე. ჩვენ ხომ მარტვილნი არა ვართ. მაგრამ მითხარით ერთი, როდიდან ხდება კაცი დანაშაულის მონაწილე? როდიდან იქცევა მკვლელობად ის, რასაც სხვაფრივ გმირობას უწოდებენ? როდესაც აღარ გჯერა მისი გამამართლებელი მიზეზებისა? ანდა მისი მიზნისა? სად არის აქ საზღვარი?”
* * *
7. „როდესაც ჩვენ ყუმბარებს ვუშენთ რომელიმე ქალაქს, ეს სტრატეგიული აუცილებლობაა; ხოლო თუ ამას სხვები სჩადიან, მაშინ – ბარბაროსული დანაშაულია!”
* * *
8. „განა ვის რა ავნეს მძევლებმა ან ათასობით უდანაშაულოდ წამებულმა ადამიანებმა, ვის მიუძღვის ამაში ბრალი და როგორ უნდა მოინანიონ იგი”.
* * *
9. „ზოგჯერ კაცს გავიწყდება, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „მანამდე კაცმა არაფერი არ იცი, ვიდრე საკუთარ ტყავზე არ გამოცდი, მაგრამ მერე, როდესაც თვითონაც იწვნევ, უკვე გვიანია”.
* * *
11. „ჩვენ ატილასა და ჩინგიზ-ხანივით ვთარეშობდით. დავარღვიეთ ყველა ხელშეკრულება და ყველა ადამიანური კანონი. ჩვენ…”
* * *
12. „ომის დროს ადამიანთა წარმოდგენა ბედნიერებაზე მუდამ საჭმელს უკავშირდება”.
* * *
13. „ჩვენ ღმერთს მეტისმეტად გავუთამამდით”.
* * *
14. „ევროპის, აზიისა და აფრიკის მატლებს ჩვენ ოქროს ხანა გავუთენეთ. გვამების მთელი არმიები დავუტოვეთ. მატლების თქმულებებში კარგა ხნით შევალთ, როგორც სიუხვის კეთილი ღმერთები”.
* * *
15. „რა უსაზღვროდ მოგეჩვენება სიცოცხლე, თუ მას ბოლომდე გაადევნებ თვალს და რა უცნაურია იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლეს შეუძლია გაგრძელდეს იმ კედლის მიღმაც, რომლის წინაც აქამდე თითქოს წყდებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)