ტომას ჰარისი
ტომას ჰარისი - დაიბადა 1940 წლის 11 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ ჯეკსონში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენს დიდ ამერიკელ მწერალსა და ჟურნალისტს,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა ბესტსელერებად ქცეული რომანებით – “შავი კვირა” და “წითელი დრაკონი” (აღნიშნულ რომანში პირველად გამოჩნდა,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი,გამოგონილი პერსონაჟი – ჰანიბალ ლექტერი).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად ჰარისის “სახელგანთქმულობისა”,მისი ბიოგრაფია ძალიან მწირი და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით არის ცნობილი.ბავშვობა მისისიპის შტატში გაატარა.1964 წელს დაამთავრა,ტეხასის შტატის ქალაქ უეიკოში მდებარე ბეილორის უნივერსიტეტი,ინგლისური ენის განხრით.უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა რეპორტიორად,ადგილობრივ გაზეთში “The Waco Tribune-Herald”.კოლეჯში სწავლისას გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ჰარიეტი,რომელთანაც თანაცხოვრებაში შეეძინა გოგონა,სახელად – ენი. (ავტორი გენია.ჯი) სამოციან წლებში კი ისინი ერთმანეთს დასცილდნენ.დიპლომის აღების შემდგომ იმოგზაურა ევროპაში.სამშობლოში დაბრუნებისთანავე,საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის,რა დროსაც “ასოშიეტედ პრესში” იწყებს მუშაობას,სადაც 1974 წლამდე იმუშავა.ამ პერიოდმა მას უდიდესი გამოცდილება შესძინა.მანამდე კი 1972 წელს,მიუნხენის ოლიმპიადაზე დატრიალებულმა საშინელმა ტერორისტულმა აქტმა ებრაელი სპორტმენების მიმართ,მას ბიძგი მისცა დაეწერა თავისი პირველი რომანი,სახელწოდებით – “შავი კვირა”,რომელიც უმალვე (1975 წელი) იქცა ბესტსელერად.მოგვიანებით მისივე ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი,რომელშიც მთავარ როლებს რობერტ შოუ და ბრიუს დერნი ასრულებდნენ.მისმა წარმატებულმა ლიტერატურულმა დებიუტმა ტომას ჰარისს,კიდევ უფრო გაუკაფა გზა მწერლობაში და 1981 წელს აქვეყნებს მის მეორე რომანს,სახელწოდებით – “წითელი დრაკონი”,სადაც პირველად ჩნდება ჰანიბალ ლექტერი.აღნიშნულმა რომანმა მწერალს,პირველ რომანზე დიდი აღიარება მოუტანა და ორჯერ იქნა იგი ეკრანიზებული,სადაც მთავარ როლს უდიდესი ამერიკელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი ასრულებს.რამდენიმე წელიწადში ტომასი – ჰანიბალ ლექტერის შესახებ აქვეყნებს მის მეორე რომანს “კრავთა დუმილი”,რომელიც ეკრანიზებულ იქნა 1991 წელს.1999 წელს კი გამოიცა მისი შემდგომი რომანი ჰანიბალ ლექტერის შესახებ,სახელწოდებით “ჰანიბალი”,რომელიც 2001 წელს ეკრანიზებულ იქნა დიდი ინგლისელი კინორეჟისორის რიდლი სკოტის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) 2004 წელს ტომას ჰარისმა კონტრაქტი დადო ბენტექს ბუქსთან,ორი წიგნის გამოცემაზე.პირველი წიგნი გახლდათ “ჰანიბალი: აღზევება”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 2006 წელს და სადაც მოთხრობილია ჰანიბალის ბავშვობის პერიოდი 6 წლიდან – 12 წლის ჩათვლით.მეექვსე რომანი ჰანიბალ ლექტერის რომანების ციკლისა,ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა და მას მკითხველი დიდი ინტერესით ელის.