ალექსანდრე დიუმას გენიალური რომანიდან – “გრაფი მონტე-კრისტო”
1. „პოლიტიკაში არ არსებობს მკვლელობები. პოლიტიკაში, ჩემო კარგო, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვისაც ცნობილია, რომ არიან არა ადამიანები, არამედ იდეალები, არა გრძნობები, არამედ ინტერესები. პოლიტიკაში კაცს კი არ კლავენ, არამედ გზიდან იცილებენ როგორც დაბრკოლებას. ეს არის და ეს”.
* * *
2. „ჩვენი ეპოქის მეფეებმა,შეზღუდულებმა რეალობის საზღვრებით, დაკარგეს გამბედაობა; მათ ეშინიათ ყურის, რომელიც ისმენს მათ ბრძანებებს, თვალის, რომელიც ყველა მათ მოქმედებას ხედავს; ისინი გვირგვინდადგმული ადამიანები არიან. ეს არის და ეს. ოდესღაც მათ თავი მიაჩნდათ იუპიტერის შვილებად და ზოგიერთ რამეში ჰგვანდნენ კიდეც ამ ღვთაებრივ მამას: არც ისე ადვილია გაიგო, რა ხდება ღრუბლებს იქით; დღეს კი მეფეები ადვილი მისაწვდომი გახდნენ, მაგრამ, რადგანაც დესპოტი მმართველები ყოველთვის გაურბიან, დღის სინათლეზე გამოიტანონ ციხეებისა და წამების შედეგები და რადგან იშვიათად ხდება, რომ ინკვიზიციის მსხვერპლმა ქვეყანას დაანახვოს გადამტვრეული ძვლები და სისხლიანი ჭრილობები, ამიტომაც სიგიჟე, ეს წყლული, ჯურღმულებში სულიერი განცდების შედეგად გაჩენილი, მზრუნველობით დამალული რჩება იქ, სადაც დაიბადება, და თუ აშკარავდება, მაშინ რომელიმე პირქუშ საავადმყოფოში მიმალავენ, სადაც ექიმები ციხის მცველებისგან გადაცემულ დამახინჯებულ ნეშტებში ვერ პოულობენ ვერც ადამიანს და ვერც ადამიანურ აზროვნებას”.
* * *
3. „ფილოსოფიას არ სწავლობენ. ფილოსოფია შეძენილ მეცნიერებათა შეერთებაა გენიოსობასთან, რომელიც მათ იყენებს. ფილოსოფია განათებული ღრუბელია, რომელზედაც ქრისტემ ფეხი შედგა, რათა ზეცაში ასულიყო”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ორფეხა ვეფხვები და ნიანგები გაცილებით საშიში არიან, ვიდრე ნამდვილი”.
* * *
5. „წიგნების კითხვამ და ხელახლა გადაკითხვამ დამარწმუნა, რომ,თუ კარგად შერჩეული ას ოცდახუთი თხზულება ვერ შეაჯამებს კაცობრიობის ცოდნას, ყოველ შემთხვევაში, მოგცემს იმას, რის ცოდნაც სასარგებლოა ადამიანისთვის”.
* * *
6. „ისეთი რამის გაკეთების ცდა, რაც ღმერთს არ სურს, ნიშნავს, მას აუმხედრდე”.
* * *
7. „უბედური ადამიანი ყველაზე ადრე ღმერთს უნდა მიმართავდეს, მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ მაშინ, როცა იმედს დაკარგავს”.
* * *
8. „გაურკვევლობა ყველაზე დიდი სასჯელია”.
* * *
9. „ეს ყოველთვის ასეა. მთავრობები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან, ერთმანეთს ჰგვანან. დამსჯელი მანქანა, ამუშავებული ლუი XIV-ის დროს, დღესაც მოქმედებს. არ არის მხოლოდ ბასტილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ და ვერაფერი დავივიწყეთ”.