იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი პოეტი,ფილოსოფოსი,დრამატურგი და ისტორიკოსი – იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805 წლები),სიცოცხლეშივე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო გერმანიაში,არამედ ევროპის რიგ ქვეყნებშიც (განსაკუთრებით გერმანიის მოსაზღვრე ქვეყნებში).ცნობილია,რომ იგი ავტორი გახლდათ მრავალი ლიტერატურულ-თეორიტიკული ნაშრომებისა.მათ შორის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენს – “წერილი ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ”. (ავტორი გენია.ჯი) ფრიდრიხ შილერმა,აღნიშნული ნამუშევარი,ერთობ საინტერესო მოვლენის შედეგად დაწერა.კერძოდ,1791 წელს გერმანიის რიგ რეგიონებში გავრცელდა ცნობა შილერის გარდაცვალების შესახებ.გარდა გერმანიისა,ეს ინფორმაცია დანიაშიც იქნა გავრცელებული.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ფრიდრიხ შილერის შემოქმედება დანიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა,რის გამოც ამ ქვეყანაში სამ დღიანი სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა,მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.მას შემდეგ,რაც ფრიდრიხი მეუღლესთან ერთად სამკურნალოდ ქალაქ კარლსბადს ეწვია,შეიტყო ის ცრუ ინფორმაცია,რაც მის გარდაცვალებას უკავშირდებოდა.გარდა ამისა,შეიტყო ისიც,რომ მისი “ხსოვნისადმი” პატივის მისაგებად დანიელებმა ორგანიზებული და მასშტაბური სამგლოვიარო ცერემონიები მოაწყვეს.მისდამი,ხალხის ასეთმა დამოკიდებულებამ და სიყვარულმა,ჯანმრთელობა შერყეულ შილერზე,ნებისმიერ წამალზე ეფექტური გავლენა იქონია, და სწორედ ეს მოვლენა გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მალევე დიდმა გერმანელმა პოეტმა და დრამატურგმა შექმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურულ-თეორიტიკული ნაშრომი – “წერილი ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ.” (ავტორი გენია.ჯი)