ალექსანდრე დიუმას გენიალური რომანიდან – “გრაფი მონტე-კრისტო”

1. „პირუტყვი რომ პირუტყვია, ისიც კი არ კვდება შიმშილისაგან. ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებსაც კი მოწყალე ხელი გადაუგდებს ხოლმე პურის ნატეხს, ქრისტიანი ადამიანი კი შიმშილით კვდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ! შეუძლებელია! ეგ შეუძლებელია!”

2. “მე, ვეკუთვნი ღმერთს და არა ადამიანებს”. (ავტორი გენია.ჯი)

3. “უბედურება თუ ბედნიერება კედლების საიდუმლოებაა: კედლებს აქვთ ყურები, მაგრამ არა აქვთ ენა”.

4. “შეგიძლიათ დაამშვიდოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ეძებს სიმშვიდეს”.

5. “ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია”.

6. “იმისათვის,რომ ამ ქვეყნად ბედნიერად იცხოვრო,საკმარისი არ არის პატიოსანი ადამიანი იყო”.

7. “კაცი კაცად ფასობს”.

8. “ღმერთს სურს,რომ ადამიანი,რომელიც მან შექმნა და გულში ჩაუნერგა სიცოცხლის სიყვარული,ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის,რომ შეინარჩუნოს ეს არსებობა,ზოგჯერ ასე სატანჯველი,მაგრამ ყოველთვის ძვირფასი”.

9. “ვაი მას,ვინც უბედურების გზაზე თვითმკვლელობის საშინელ ფიქრზე შეჩერდება! ეს არის მკვდარი ზღვა,რომელიც ჰგავს გამჭირვალე ტალღების ლაჟვარდს,მაგრამ მცურავი მასში გრძნობს,როგორ ეფლობა ფეხები თანდათან ფისიან შლამში,რომელიც მას იზიდავს,იწოვს და მარხავს.თუ ასეთი აზრით შეპყრობილს დამხმარედ ზეციური ძალა არ მოევლინა,ყველაფერი დაღუპულია და თავის დახსნის ყოველი ცდა კიდევ უფრო ღრმად ჩაითრევს საფლავში”.

10. “ღმერთს შეუძლია გარდაქმნას მომავალი,ხოლო წარსულში ვერაფერს შეცვლის”. (ავტორი გენია.ჯი)