გურამ გეგეშიძის ნაწარმოებიდან – “ნათლისქრობა”
1. ”ყველაზე პირსისხლიან რეჟიმებსაც სჭირდებათ მათი ბნელი საქმეების შემსრულებლები და ეს შემსრულებლები აუცილებლად გამოჩნდებიან ხოლმე,რადგან არსებობს ადამიანის ტიპი,თავისი მონური ბუნების გამო,ან ბრმა რწმენით,ზოგიც ანგარებით ყველა ვითარებაში აღტაცებით,ნდობით რომ შესცქერის ხელისუფლების სათავეში მყოფ ძლიერთა ამა ქვეყნისათა,ყოველ მათ ნაბიჯს ესალმება,სჯერა მათი უმწიკვლოება და ერთგულება.კომკავშირელი მაინცა და მაინც კომკავშირის წევრს კი არ ნიშნავს,არამედ სწორედ ასეთი ტიპის აქტიურ მედროვე ახალგაზრდას,ყველა ეპოქაში რომ იჩეკებიან”.
2. ” – ყველაზე უძველესი არსთაგან არის ღმერთი,რადგან იგი არასოდეს დაბადებულა,ყველაზე მშვენიერი – ღმერთისგან შექმნილი სამყარო,ყველაზე ვრცელი არის სივრცე,ყოველივეს რომ მოიცავს,ყველაზე სწარფი – გონება,უმალ რომ წვდება ყოველივეს,ყველაზე ძლიერი – გარდუვალობა,რომელსაც ვერსად წაუხვალ,ყველაზე ბრძენი – დრო,ყოველივეს რომ ააშკარავებს…”
3. “რაც გერგო,იმაზე მეტი არ უნდა ისურვო”. (ავტორი გენია.ჯი)
4. ” – ზოგი ოცდაოთხი წლის ანტიბოლშევიკური აჯაყებისას დახვრიტეს,ზოგი ოცდაჩვიდმეტი წლის სტალინურ რეპრესიებს შეეწირა,ზოგს მეორე მსოფლიო ომმა მოუტანა უბედურება,ზოგს ავადმყოფობამ,სიბერემ,ასეთია ეს ცხოვრება,ყველა დასასრული,გარდა ტანჯვა-წამებისა,გულსაკლავია,მწუხარეა,ყველა ადამიანი,გარდა ბავშვისა,ნებსით თუ უნებლიეთ,ცოდვლილია.ამიტომ მე არ ვიზიარებ ინდოელ ბრძენთა მოსაზრებას,რომ ადამიანი სრული ნეტარებისთვის მოდის ამ ქვეყნად და მხოლოდ და მხოლოდ ამას უნდა ესწრაფვოდეს,ეგრეთწოდებულ ნირვანას,მე უფრო პლატონის მიერ გადმოცემულ სოკრატეს აზრის მომხრე ვარ,რომ სიკეთე სიხარულის,სიამოვნების,კმაყოფილების ძიება კი არ არის,არამედ ცხოვრების სწორად განსჯა,სინამდვილის შემეცნება,მართებული აზროვნება,ჭეშმარიტების აღქმა,ყოველივე ეს მარადიულ ნეტარებაზე მნიშვნელოვანია…”
5. “ყოველი დღე სიახლეა,მაგრამ არსებობს მუდმივი იგივეობაც”.
6. “უდიადესი მიზანი ღმერთის შეცნობაა,ეს კი ადამიანს არ ძალუძს”.
7. “დაუნდობლობა სამეფო კარზე ჩვეულებრივი ამბავია.შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტს ინგლისელებმა თავი მოჰკვეთეს მისივე ბიძაშვილის,ქალწულ დედოფალ ელისაბედის ბრძანებით.განა გიორგი მესამემ,დიდი თამარის მამამ,თავის ძმისწულ დემნას,რომლის ბედი მას ანდეს და ჩააბარეს,ტახტი არ წაართვა და თვალები არ დასთხარა? ან დედოფალმა რუსუდანმა,დიდი თამარის ქალიშვილმა,თავისი ძმისწული დავით-ულუ სასიკვდილოდ არ გასწირა,სამეფო ტახტი თავისი ვაჟის,დავით-ნარინისთვის რომ შეენარჩუნებინა? ასე რომ,ზნეობა სულაც არ წარმართავს საწუთროს დინებას”.
8. “არსებობისათვის ბრძოლა უმოწყალოა”.
9. ” – ვუმადლი განგებას,რომ ადამიანად შემქმნა და არა ცხოველად,მამაკაცად შემქმნა და არა დედაკაცად,ქართველად შემქმნა და არა ბარბაროსად…”
10. “რამდენი ბოროტება ჩაიდინეს ამ გათახსირებულმა ფანატიკოსებმა,რამდენი კეთილშობილი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს,რამდენი გადახვეწეს სამშობლოდან,სადღაც სიუცხოვეში რომ აღმოხდათ სული,რამდენმა,წუთისოფლისგან გამწარებულმა,საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე, და ყოველივე ამის ჩამდენნი იყვნენ ფეხის ხმას აყოლილი ქართველნი,ქართველი ბოლშევიკები.ზოგჯერ ხომ მთელი ერი და ბერი მიჰყვება უკუღმართ გზას,სანამ იგი მათ უფსკრულში არ გადაჩეხავს.მუდაჟამს არეული,გაყოფილი ქვეყანა,საქართველო გმირებისა და საქართველო გარეწრებისა,საკუთარ სამშობლოს ძირს რომ უთხრიან.ასე იყო,ასეა ახლაც”. (ავტორი გენია.ჯი)