ხულია ალვარესი

ხულია ალვარესი – დაიბადა 1950 წლის 27 მარტს ნიუ-იორკში.იგი წარმოადგენს დომინიკური წარმომავლობის მქონე დიდ ამერიკელ მწერალ ქალს.პირველი ათი წელიწადი დედისა და მამის სამშობლოში – დომინიკაში იცხოვრა.თუმცა 1960 წელს ალვარესების ოჯახი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და საცხოვრებლად ამერიკაში გადასულიყო.აღნიშნული იძულების მიზეზი კი გახლდათ ის,რომ ხულიას მამა,დომინიკის რესპუბლიკის იმ დროინდელი მმართველის,საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორის – რაფაელ ტრუხილიოს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ამხილეს,რის შემდეგაც ალვარესების ოჯახი დევნილებად იქცა.ამერიკაში გადასვლის შემდგომ,ხულია კათოლიკურ სკოლაში მიაბარეს,სადაც მას თავისი წარმომავლობის გამო მრავალი დაცინვისა და შევიწროვების გადატანა მოუხდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,ხულიას არჩევანი ლიტერატურაზე შეჩერდა,სადაც იგი თავს ბევრად მშვიდად გრძნობდა,ვიდრე დამცინავ გარემომცველ სამყაროში.იგი პატარა ასაკიდანვე დიდად გაიტაცა ლიტერატურამ და საკუთრი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირა კიდეც ამ უდიდეს შემოქმედებით ხელოვნებას.საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ,ებოტის აკადემიაში ჩააბარა,რომელიც 1967 წელს დაამთავრა.თუმცა,ამით მისი განათლების გაღრმავება არ შეწყვეტილა და მალევე კონეკტიკუტისა და მიდლბერის კოლეჯებში განაგრძო სწავლა.საბოლოოდ უმაღლესი განათლების მიღება სირაკუზის უნივერსიტეტში დაასრულა,სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.ყოველივე ამის შემდეგ,ალვარესმა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა რეგიონებში დაიწყო მოგზაურობა.იგი სტუმრობდა სკოლებსა და კოლეჯებს,სადაც დამსწრეებს ლექციებს უკითხავდა ლიტერატურის შესახებ.თავდაპირველად ხულიამ,1984 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული – “შინ დაბრუნება”.მალევე კი გამოაქვეყნა რომანები – “როგორ დაკარგეს გარსიას ქალიშვილებმა აქცენტი” (მისი შემოქმედების ყველაზე მთავარი ნაწარმოები),”პეპლების დრო”,”სანამ თავისუფლები ვიყავით”,”სალომეას სახელით” და სხვა.ხულია ალვარესმა მკითხველში,იმთავითვე დიდი აღიარება ჰპოვა.მისი შემოქმედება გაჟღენთილია დომინიკური სულით და არასოდეს ცდილობს,რომ შეარბილოს ის სინამდვილე,რასაც საკუთრი თვალით ხედავს.გარდა ამისა,იგი წერს ქალთა პრობლემებზე და ემიგრანტთა რთულ ცხოვრებაზე ამერიკაში.ხულია ალვარესი დღემდე აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში და ერთობ პოპულარულ მწერალ ქალადაც მიიჩნევა ამერიკის შეერთებულ შტატებში. (ავტორი გენია.ჯი)