ედვინ სტივენ კინგის დიდებული რომანიდან – “მწვანე გზა”

- ჯონ,მითხარი,როგორ მოვიქცე,რა გავაკეთო? გინდა აქედან გაგიშვა? გინდა გაქცევის საშუალება მოგცე? მერე შორს წახვალ.

- შენ რაში გჭირდება ეს?

- უფლის სამსჯავროზე,რომ მივალ და მკითხავს: რატომ მოკალი ის კაცი,რომელიც ჩემ მიერ შექმნილი ნამდვილი საოცრება იყოო,რა უნდა ვუპასუხო? სამსახური მქონდა ასეთი-მეთქი? ასე ვუპასუხო?

- შენ ეტყვი,რომ კეთილი საქმე გააკეთე.ვიცი იტანჯები,ნერვიულობ.მე ვგრძნობ ამას.მინდა,რომ მოვკვდე.დამთავრდეს ეს ყველაფერი მართლა ძალიან მინდა,დავიღალე… დავიღალე,რომ სულ მარტო ვარ,როგორც წვიმაში მოყოლილი ბეღურა.დავიღალე,რომ არასოდეს არ მყოლია მეგობარი,ვისთანაც ვილაპარაკებდი თუ საიდან მოვდივართ,სად მივდივართ და რატომ მივდივართ.დამღალა ადამიანების სისასტიკემ და დაუნდობლობამ.დამღალა იმ ტკივილმა,რომელსაც ვგრძნობ.დამღალა იმან,რასაც ვხედავ.ეს მეტისმეტია! (ავტორი გენია.ჯი)