მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნააზრევი…
„ – მე მინდა: ჩვენს თეატრებში იდგმებოდეს დიდებული, მკაცრი, ძლიერი, სერიოზული ტრაგედიები. ვისურვებდი: საშინელმა ელდამ და თავზარდაცემამ დაიმორჩილოს მაყურებელი, გადმოაფრქვევინოს შებრალებისა და თანაგრძნობის ცრემლები. მინდა: ჩვენი კომედიების სიცილი არ გადაიქცეს მარტოოდენ უთავბოლო მექანიზმად, რომელშიც გაებმება მაყურებელი, როგორც ვირთაგვა ხაფანგში, ანდა მელა ხაფანგში. მიყვარს სხვაგვარი სიცილი, ვეებერთელა დიდმშვენიერი ყვავილი, რომელიც თვალისმომჭრელად გადაიფურჩქნება ადამიანთა ბაგეებზე, გონებისა და ლოგიკის კაშკაშა მზის ქვეშ, ცოცხალი, მართალ ხასიათთა სინათლესა და ჭეშმარიტ სითბოში. ლოპე დე ვეგას პიესებს მე ტაშს ვერ დავუკრავდი. ამისთვის ორი ხელია საჭირო. მე კი მხოლოდ მარჯვენა შემრჩენია ტანზე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ უმალ ძირშივე მოვიკვეთ ამ ერთადერთ ხელსაც, თუკი ჩემი თხზულებების კითხვა ცუდ სურვილებსა და ზრახვებს აღუძრავს ჩემს მკითხველს”.
* * *
„ნუ გრცხვენია გაამხილო, რომ წარმოშობით გლეხი ხარ… ადამიანი სისხლს მემკვიდრეობით იღებს, სათნოება კი უნდა მოიხვეჭოს ადამიანმა, და ის გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სისხლი…”
* * *
„გაცლა გაქცევა როდია და არცთუ იმაშია დიდი სიბრძნე, ისეთ მტერს ველოდო, მის დასახვედრად ღონე აღარ მქონდეს. უფრო გონიერი ის იქნება, დღეს თავი შევინახო ხვალისათვის და მთელი ჩემი არსება ერთ დღეს არ შევალიო”.
* * *
„მონასტერი საპატიმროა, სადაც ყოველთვის საკმაოდაა პური, ხელები კი უმოქმედოდ გრჩება, არისტოკრატულად გულზე დაკრეფილი. ესაა დაუსრულებელი დორტუარი (საერთო საწოლი ოთახი), სადაც მიძინებული ნებისყოფა უფლებას აძლევს აღმაფრენას წარმოშვას ქარაფშუტული და უხიაგი სიზმრები, სადაც პარალიზებულია ნებისყოფა. ინკვიზიციის ქუსლის ქვეშ რომ შეგვეძლოს თავისუფალი სიტყვით სარგებლობა, მაშინ, რასაკვირველია, მწუხარე სახის რაინდი გამოვიდოდა მონასტრის კედლებიდან; მაგრამ არა! დონ კიხოტის სიგიჟე მეტად კეთილშობილურია… მას ვერ შეაკვეცს ფრთებს ეს მოშხამული წყარო”. – (ავტორი გენია.ჯი)