რევაზ ინანიშვილი – “როგორ დავიწყე წერა?”
“როგორ დავიწყე წერა? ეს ცოტა უფრო რთული საკითხია, 1937 წელს სოფლიდან თბილისში ჩამომიყვანეს სასწავლებლად.
სანამ ახალ გარემოს მივეჩვეოდი,დიდხანს ვიყავი მარტო,ვიჯექი ჩვენი პატარა ოთახის ერთადერთი ფანჯრის რაფასთან და რა უნდა გამეკეთებინა 10-11 წლის ბიჭს? ვკითხულობდი,ვხატავდი,მერე ვწერდი კიდეც.უნდა ითქვას,რომ მარტოობა ბევრს აღებინებს კალამს.მარტოობა და თანდაყოლილი მგრძნობიარობა განსაკუთრებით ბუნების მიმართ.მე სოფლის განაპირას,ვენახებში და ივრის ჭალებში გავატარე ჩემი ბავშვობა და იმ წყალ-ჭალის ხმები დღემდე მომდევს ცოდვადა და მადლად”. (ავტორი გენია.ჯი)