ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – “რაჰათ-ლუხუმი”

” …უცხო ქვეყანა რომ მართო,დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს.მონების ცნობა აქ არას გარგია,მონა ყველგან ერთნაირია.ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავლო,უნდა მიუხვდე,რა გულისთქმა აქვს,რა სწადია და რას გიმალავს; უნდა გამოიცნო რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო შიში და სიყვარული”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ალი მირზამ,როდესაც შეიტყო,რომ გურჯისტანში ლაშქრობას ვაპირებდით,თვალები ნეტარებით მოლულა და სასოებით,თითქოს ლოცვას ამბობსო,ჩაიმღერა: “გურჯისტანი ტკბილია,როგორც იქაური ყურძნის მარცვალი.ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო,რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო”.

***

“ამბობენ,გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და, თუ მართალია-მეთქი.ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო: “ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა,ოღონდ ეგ არის,ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო”, – მერე დაუმატა, – “მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება,რადგან,ვინც მოყვარეს უღალატებს,ის მტერსაც უღალატებს; შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა,ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო”.

***

“გურჯები შურიანები არიან.ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს,როცა დასჭირდება,ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებს.გურჯი უნდა აქო.თავი ისე უნდა მოაჩვენო,ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარ,გურჯი გულუბრყვილოა,თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს,ვიდრე თავისიანისას; ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები; ხოლო რაკი შენ შეუყვარდები,საკუთარი ძმა შესძულდება,რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევა”.

***

“გურჯების უგუნურობა ყველაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანს; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ,მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე,ამას არამც და არამც არ გაპატიებენ”.

***

“მაძღარი გურჯი კარგი გურჯია,მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს,მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარს”.

***

“გურჯებმა ბრძოლა კარგი იციან,მაგრამ არა ისეთი,როგორც ღალატი”.

***

“გურჯი არხეინია და უზრუნველი,მუდამ ღვთის იმედზეა და თავისი გასაკეთებელიც ღმერთს უნდა გააკეთებინოს”. (ავტორი გენია.ჯი)