ანრი მარი ბეილის (სტენდალი) რომანიდან – “წითელი და შავი”
1. “თუ განზრახული გაქვთ ეპირფეროთ ამა ქვეყნის ძლიერთ,თქვენი საუკუნო დაღუპვა აუცილებელია.შეიძლება ქონება შეიძინოთ,მაგრამ იძულებული იქნებით ზიანი მიაყენოთ ჩაგრულთ,ელაქუცოთ პრეფექტის მოადგილეს,ქალაქის მერს,ყოველ წარჩინებულ პირს და თქვენივე საკუთარი ვნებათაღელვის მონა გახდეთ: ეს ყოფაქცევა,რომელსაც საზოგადოებაში ცხოვრების ცოდნას უწოდებენ,საერო პირისთვის შეიძლება სავსებით შეუთანხმებელი არ იყოს სულის ცხონებასთან; ან სააქაოში უნდა მივაღწიოთ ბედნიერებას,ან საიქიოში – მესამე გზა არ არსებობს”. (ავტორი გენია.ჯი)
2. ” – მე არასოდეს ისე არ დავმდაბლდები,რომ ჩემს მამაცობაზე ვილაპარაკო”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “სიძულვილი ბიწიერებას,მუდმივი თაყვანისცემა სათნოებას”.
4. “რაც უფრო მაღლა ადიხარ საზოგადოებრივ კიბეზე,მით უფრო სასიამოვნო ქცევას ხვდები”.
5. “თუ მინდა,რომ პატივცემული ვიყო როგორც მათგან,ისე საკუთარი თავისაგან,უნდა ვაჩვენო,რომ მათ სიმდიდრესთან ურთიერთობის დაჭერას მხოლოდ ჩემი სიღარიბე მაიძულებს,ჩემი გული კი ათასი ლიეთია დაშორებული მათ თავხედობას და იმდენად მაღალ სფეროში ტრიალებს,რომ იქ მათი გულზვიადობის ან კეთილგანწყობის ნიშნები ვერ მიაღწევს”. (ავტორი გენია.ჯი)
6. “აი,როგორი ყოფილან თურმე მდიდარი ადამიანები: ისინი ჯერ გამცირებენ და შემდეგ თქვენი გულის მონადირებას ცდილობენ რაღაც მაიმუნობით!”
7. “შემოსავლის მიღება ყოველი მოქმედების აზრს წარმოადფგენს”.