ამონარიდები პაულო კოელიოს დიდებული რომანიდან – „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”
„თუკი შენ საგიჟედან გამოგწერეს, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გამოჯანმრთელდი და განიკურნე. უბრალოდ, შენც ისეთივე გახდი, როგორიც ყველა ჩვენთაგანია”.
* * *
„ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ამ ქვეყანაზე გავჩნდი ის იყო, რომ შენ მეიძულებინე გზაზე დამდგარიყავი. ისე ნუ გააკეთებ, რომ ჩემ დაბადებას აზრი დაეკარგოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ …მადლობა იმისათვის, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნე!”
* * *
„სიყვარული იმდენად კარგი რამ იყო, რომ მას შიზოფრენიკის თვალებშიც კი ვუყურებდი”.
* * *
„ყველა ჩვენთაგანს ოდნავი შეშლილობა გვაკლია იმისათვის, რომ გავუგოთ მათ, ვინც მართლა შეშლილია”.
* * *
„დარჩით შეშლილებად. უბრალოდ ხალხს თავი ნორმალურებად მოაჩვენეთ!”
* * *
„ფსიქიატრებთან ადამიანები ბევრად გახსნილად ლაპარაკობენ, ვიდრე სასულიერო პირებთან, რადგან ექიმები მათ არასოდეს ემუქრებიან ჯოჯოხეთით”.
* * *
„სიკვდილის შეგრძნება, სიცოცხლის გაგრძელებისათვის ბევრად მეტ ძალას გვმატებს”.
* * *
„მე მივხვდი იმას, რომ ჩემთვის სიცოცხლის აზრის დაკარგვა, საკუთარივე დანაშაული იყო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამყარო, ნამდვილად ისეთია, როგორსაც საკუთარი თვალით ვხედავთ”.