უილიამ მეიკპის თეკერეის რომანიდან – “ამაოების ბაზარი”
“თუ კაცი ისე ღარიბია,რომ მსახურის დაქირავება არ ძალუძს,ძალიან თავმომწონეც რომ ბრძანდებოდეს,მაინც თვით უნდა გამოგავოს ბინა.თუ ტურფა ქალიშვილს საყვარელი დედიკო არ ჰყავს,რომ ყმაწვილკაცთან საქმე გაურიგოს,მაშინ თვითონ უნდა მოაგვაროს საქმე.ოჰ,რა ღვთის წყალობაა,ეს ქალები უფრო ხშირად რომ არ იყენებენ თავიანთ მარიფათს! ამას რომ სჩადიდოდნენ,მაშინ წინ ვეღარ დავუდგებოდით.საკმარისია,ქალებმა სულ მცირე სურვილი გამოამჟღავნონ და მამაკაცები მყის ფეხქვეშ გაეგებიან,ბებრები იქნებიან თუ გონჯნი,სულერთია, და ამას მე ვაღიარებ,როგორც სრულ ჭეშმარიტებას – კარგი,მოხერხებული და ჭკვიანი ქალი,თუ სულ კუზიანი არ არის,ვისაც უნდა,იმას მისთხოვდება.ოღონდ მადლიერნი ვიყოთ,რომ ტურფებმა,როგორც ველურმა მხეცებმა,არ იციან,რა ძალა აქვთ,რომ იცოდნენ,მაშინ ხომ სულ ქუსლქვეშ მოგვიქცევდნენ!” (ავტორი გენია.ჯი)