ჰომეროს ბიზანტიონელი
ჰომეროს ბიზანტიონელი - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ პოეტ-ტრაგიკოსსა და გრამატიკოსს,რომელიც წარმომავლობით თრაკიაში მდებარე ძველბერძნული ქალაქ-კოლონიის – ბიზანტიონიდან გახლდათ (ბოსფორის სრუტის სანაპიროზე).ჰომეროსი იყო ვაჟი ანდრომაქე ფილოლოგისა და დიდი ძველბერძენი პოეტი ქალის – მიროსი,რომელიც თავის მხრივ განთქმული იყო მის მიერ დაწერილი ეპიკური,ელეგიური და ლირიკული ლექსებით.იმისათვის,რომ ძველ გენიალურ ჰომეროსში არ არეოდათ,ზედახელად “უმცროსი” უწოდეს.ჰომეროს ბიზანტიონელი,თავის უმთავრეს შემოქმედებით მოწინააღმდეგესთან პოეტ სოსითეუსთან ერთად “ალექსანდრიული პლეადის” ერთ-ერთ უდიდეს პოეტად და ტრაგიკოსად იყო მიჩნეული.ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეგვიპტის მმართველის პტოლემე II ფილადელფოსის სამეფო კარზე. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ჰომეროს ბიზანტიონელის და სოსითეუსისა,პტოლემეს სამეფო კარზე მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი პოეტები,როგორბიც იყვნენ – ლიკოფრონე,ფილიპე კერკისკელი და სხვები.”ალექსანდრიული პლეადის” წარმომადგენელთა ზუსტი ნუსხა,მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს და არის ვერისა,რომ მასში ასევე შედიოდნენ – თეოკრიტე,არატე და ნიკანდრო კოლოფონელი. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტები მიიჩნევენ და ვარაუდობენ,რომ ჰომეროს ბიზანტიონელს შექმნილი უნდა ჰქონოდა 45-დან 57-მდე პიესა.მიუხედავად ჰომეროსის ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობისა,საუბედუროდ დღემდე მის არც ერთ ნაწარმოებს არ მოუღწევია და მათ შესახებ ცნობები,მხოლოდ სხვადასხვა იმ ეპოქის ავტორებისაგან შემორჩა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ თანამედროვე ლიტერატურისათვის ცნობილია,მის მიერ დაწერილი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ტრაგედიის სახელწოდება “ევრიპილია”.მიუხედავად ამისა ჰომეროს ბიზანტიონელი დღემდე მიიჩნევა იმ ეპოქის ერთ-ერთ უდიოდეს პოეტ-ტრაგიკოსად და გრამატიკოსად ძველბერძნული პოეზიისა.