დეა ცუცქირიძის მოთხრობიდან – “ჩემი თეთრი მონაზონი”
“რატომ მოდის ადამიანი ქვეყნად? ვიღაც ქოხში იღვიძებს,სხვა კი სასახლეში,მაგრამ გაღვიძებით ყველამ უნდა გაიღვიძოს,მერე ზოგიერთი ფეხებს ფარჩის ქოშებში ჰყოფს,ზოგი კი მობრეცილ ფლოსტში,მაგრამ ამასაც ყველა აკეთებს… გააგრძელოს? “ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და იქ მაინც ვიქნებით თანასწორიო”,მაგრამ ჩვენ ხომ სიცოცხლეშიც ერთნაირი ბედი გვარგუნა უფალმა? ერთი და იგივე,სხვადასხვა სივრცესა და დროში,პატარა ვარიაციებით… აი,რა არის სიცოცხლე,პატარა ვარიაციები,რომელიც ერთფეროვნებისგან თავის გამოხსნის მცდელობაა,მცდელობები,რომელიც დინების საწინააღმდეგო მხარეს სიარულს ჰგავს და მხოლოდ ის გვანიჭებს ბედნიერებას,თორემ დილით რომ უნდა გაიღვიძო,მერე სააბაზანოს,სამზარეულოს მიაშურო,ტელევიზორი ჩართო,ლიფტში შეხვიდე და გამოხვიდე,გარშემომყოფებს მიესალმო,სკამი გამოწიო,დაჯდე და საღამოს ექვს საათამდე იმუშაო,ან არც იმუშაო,ლუკმა-პურის საძებნელად კარდაკარ იწანწალო,გგონიათ,რომ სიცოცხლედ შეიძლება ჩაითვალოს?! ეგ ყველაფერი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური არსების,ადამიანის არსებობის შესანარჩუნებელი ცივილიზებული მეთოდებია? ადამიანის სისხლის მიმოქცევის,ნივთიერებათა ცვლის,სხვა ფუნქციებისათვის გადახდილი,მოსახდელი ხარკი,უფლისაგან ბოძებული ხორცის არსებობა,რომელიც უფლის ნებითვე ყოველდღიურ,ერთნაირად გაწერილ და დაგენილ წესებს თუ არ დაუმორჩილე,ხელიდან გამოგეცლება… ხორცისაო,სხეულისაო… გამოდის რომ ადამიანი ორ ნაწილად ცხოვრობს – ხორცად და სულად? ჰო,ასეა,მადლობა ღმერთს,რომ მეორეც არსებობს და ეს ფიქრები აწუხებს. (ავტორი გენია.ჯი)