“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთი ნეპალელი ბრძენი,რომელსაც საკმაოდ ბევრი მოსწავლეები ჰყავდა,თავის შეგირდებს უსვამს შეკითხვას:
- ხეზე სამი ჩიტი იჯდა,მათგან ერთმა მათგანმა გაფრენა გადაწყვიტა.რამდენი ჩიტი დარჩებოდა ხეზე?
- მოსწავლეთა სრულმა შემადგენლობამ,მასწავლებელს ერთი და იგივე პასუხი გასცა:
- ორი.
მოისმინა რა ბრძენმა მათი პასუხი,მეტად უკმაყოფილო დარჩა და დამრიგებლური ტონით თავის მოსწავლეებს მიუგო:
- ის,რომ სამი ჩიტიდან ერთმა გაფრენა გადაწყვიტა,ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას,რომ იგი გაფრინდა.ჩიტის გადაწყვეტილება მხოლოდ გადაწყვეტილება იყო და არა მოქმედება.ამიტომ ხეზე ისევ სამი ჩიტი დარჩა.გაითვალისწინეთ,რომ ასევე ხდება,ზოგადად ცხოვრებაშიც. (ავტორი გენია.ჯი)