კარლოს ფუენტესის რომანიდან – „არტემიო კრუსის სიკვდილი”
1. „რევოლუცია ბრძოლის ველზე იწყება, მაგრამ როგორც კი თავის პრინციპებს უღალატებს, წასულია მისი საქმე”.
2. “გახსოვდეს,რომ ერთხელაც იქნება ძალმომრეობა იმასვე მოგიზღვავს,მეორე მხრიდან მოგიტრიალდება,როცა შენ,როგორც ახალგაზრდას,მოგინდება შეურაცხყო ის,რაზეც,როგორც მოხუცს მადლობა უნდა გეთქვა”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “ილოცე,ვიდრე მღვდელი ტუჩებზე,ცხვირზე,ქუთუთოებზე,ხელებზე,ფეხებზე ზეთს გისვამს.მთელი ეს გარყვნილება,რომელშიც ადამიანები ფართხალებენ,არც ჩვენი პაროლი იყოს და არც ბედისწერა – გარყვნილება,რომელიც სიყვარულს წამლავს,მეგობრობას შლის,სინაზეს კლავს; გვღრღნის,გვთიშავს,გვშლის,გვაღიზიანებს.ქვის პირამიდებში მთვრალი ქურუმების ღრიანცელი,ტახტზე ბატონთა და ტაძარში მღვდელმთავართა – აი,რა არის გარყვნილება.დღეს,თავად რომ გადარჩე,ვის ჩაახრჩობ სიბინძურეში? ხვალ ვისღა? ვის შეაგინებ,ვის შებილწავ? ყველა ამ უბადრუკ ადამიანს გამოიყენებ,დაიპყრობ,რათა ისიამოვნო,იბატონო,გძულდეს,გაიმარჯვო,იცოცხლო – შენ გამოიყენებ ყველა ამ არამზადას,ამ სიმყრალეს,რომლის უარესიც არაფერი არსებობს”.
4. “ჩვევა,არ შეიძლება გარყვნილება იყოს,რადგან სიახლისა და მოულოდნელობის შეგრძნება დაკარგული აქვს”.
5. “მერე რა ადვილია სკამიდან სკამზე გადაჯდომა,თუ არ გინდა უსიამოვნებას გადაეყარო და მშრალზე დარჩე”.
6. “შენ პასუხს არ აგებ იმაზე,რომ არსებობს სხვადასხვა მორალური პრინციპი,რასაც ცხოვრება თავს გვახვევს”.
7. “დიახ,ადამიანს შეუძლია თავისი მწუხარებით ღმერთს მიმართოს,ადამიანს შეუძლია მიუტევოს ცოდვები,ვინაიდან თვითონ სჩადის ცოდვას”.
8. “სამშობლოს აყვავებას ვუსურვებთ,თუ ეს ჩვენს საკუთარ კეთილდღეობას ეთანხმება; ჩვენ ჭკვიანები ვართ და შეგვიძლია შორს წავიდეთ.მოდი,რაიმე აუცილებელი და სავსებით აუცცილებელი გავაკეთოთ: ერთბაშად შევასრულოთ ძალადობისა და სისასტიკის ყველა აქტი.ეს იმ სარგებლობას მოგვიტანს,რომ აღარ დაგვჭირდება მათი გამეორება.მოდი,განვსაზღვროთ,რამდენი მოწყალება უნდა მივუგდოთ ხალხს,ვინაიდან ძალიან სწრაფად შეიძლება მოვახდინოთ რევოლუციური გადატრიალება,მაგრამ სახვალიოდ კიდევ მოგვთხოვენ,კიდევ და კიდევ და, ტუ ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს მივცემთ,აღარაფერი დაგვრჩება შესათავაზებელი,საკუთარ სიცოცხლესრა თუ გავიღებთ.მაგრამ რად დავიხოცოთ,ჩვენი გმირობის ნაყოფი თუ არ ვიგემეთ? სათადარიგოდ რაღაც უნდა დავიტოვოთ.ჩვენ ადამიანები ვართ და არა მოწამეები.ჩვენ ყველაფრის უფლებას მოგვცემენ,თუ იმას დავუჭერთ მხარს,ვისაც ძალაუფლება აქვს”.
9. “რევოლუცია – ბელადების ერთგულებაა”.
10. “სასწორზე დადე ჩემი სიყვარული და ჩემი ცოდვები და დაინახავ,რომ სიყვარული გადაწონის”. (ავტორი გენია.ჯი)