ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებიდან – “ღვინომუქი ზღვა”
1.”გალაკტიონი სიყვარულმა მოკლა, – სამშობლოს უპასუხო სიყვარულმა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ” – რაიმე არის ან არ არის მხოლოდ იმდენად,რამდენადაც არის ან არ არის რაიმე სხვა,რაც უკვე იყო ან არ იყო და იქნება ან არ იქნება”.
* * *
3. “სიკვდილს სიცოცხლის მიმართ ისეთივე ფუნქცია ეკისრება,რაიც მკითხველს – ნაწერის მიმართ”.
* * *
4. “ეჰ,მეცენატები იყვნენ,თორე ვერგილიუსებს რა გამოლევს…” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. “ბავშვობაში თუ არ მოხდა სიყვარულის და სიკვდილის ინსტიქტთა დიფერენციაცია (რაიმე მთელის დაყოფა,დანაწევრება მრავალგვარ,ერთმანეთისგან განსხვავებულ ნაწილებად. – ავტორი გენია.ჯი),მაშინ ქალი და სამარე ერთმანეთს გაუტოლდება დედაში და ჩამოჰკრავს დედო ზარი…”
* * *
6. “არავის უცდია ცივილური დიალოგის გამართვა სიკვდილთან”.
* * *
7. “მილტონი ქვის შესახებ რომ წერდაო – ქვას მილტონად აქცევდაო.აი შექსპირი როცა წერდაო,ვთქვათ,იგივე ქვის შესახებ,მაშინ თავად შექსპირი ახერხებდა ქვად ქცევას”.
* * *
8. ”ნურვინ შერაცხს თავს ბედნიერად,ვიდრე სიკვდილი არ ეახლება – ტატამზე დანთხეული სისხლის ფერებით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “სიკვდილი უფლებრივად უტოლდება სიცოცხლეს”.
* * *
10. “ალკოჰოლი ამდიდრებს კაცის სიტყვიერ მარაგს და ათავისუფლებს სინტაქსს…”