რუსუდან რუხაძის რამდენიმე ჩანახატი…
“თუკი წიგნს დახურავ და აღმოაჩენ,რომ იგივე სამყაროში ცხოვრობ და არაფერი შეცვლილა,თუ ლიტერატურასა და რეალურ ცხოვრებას შორის ზღვარი წაშლილია,მაშინ არ უნდა დაგწყდეს გული,როცა წიგნის კითხვას ასრულებ.ასე რომ იყოს,მკითხველისთვის ლიტერატურა ასეთი მომხიბლავი და მიმზიდველი არასდროს იქნებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ჩემი ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია ჰოლანდიელი ფილოსოფოსის – იოჰან ჰაიზინგას – ნაშრომი “ადამიანი-მოთამაშე”.ადამიანი არასდროს წყვეტს კავშირს თამაშობრივ სამყაროსთან,კულტურაც ამ ერთგვარი თამაშით წარმოიშობა.პოეზია ხომ უძველესი დროის პაექრობისას წარმოქმნილი დარგია?! თამაშში ჩვენ გულწრფელები ვართ,სხვა რეალობას ვთამაშობთ და საკუთარ თავსაც სხვანაირად ვავლენთ”.
***
“წიგნის გამოცემა დიდი ამბიციაა.რა თქმა უნდა,დიდ უხერხულობას და დისკომფორტს მიქმნის ის ფაქტი,რომ დღეს მწერალს მეძახიან,მაგრამ ეს ხომ არ არის წოდება,როგორც ვიღაცებს ჰგონიათ? რა ვქნა,რომ ასე ჰქვია ამ საქმიანობის წარმომადგენელს,ვინც წერას მიჰყო ხელი? მწერლობა რომ წოდება იყოს,მაშინ არ იარსებებდნენ ცუდი,საშუალო და კარგი მწერლები”.
P.S. რუსუდან რუხაძე წარმოადგენს ქართველ მწერალ ქალს,რომლის კალამსაც ეკუთვნის ნაწარმოებები – “შობის წინა დილა”,”ჩაისთან მოსაყოლი ამბები” და სხვა.