“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთმა ბრძენმა მეფემ მოისურვა შეეტყო,რომელი უფრო უარესი თვისებაა – შურიანობა თუ ვერცხლისმოყვარეობა.ამიტომ,იხმო ის ორი კაცი,რომელთაგანაც ერთი ვერცხლისმოყვარეობით,ხოლო მეორე შურიანობით გამოირჩეოდა.მას შემდეგ,რაც ისინი მეფეს ეახლნენ,მბრძანებლისაგან შემდეგი წინადადება მოისმინეს: ” – თითოეულმა თქვენგანმა მთხოვეთ,რაც გინდათ,სიხარულით მოგცემთ,მაგრამ მეორე მთხოვნელი ორჯერ მეტს მიიღებს,ვიდრე პირველი”.შურიანმა,მეფისაგან პირველმა არ ითხოვა რაიმე,რადგან ვერცხლისმოყვარეს ორჯერ მეტი არ მიეღო.არც ვერცხლისმოყვარემ მოისურვა,აღნიშნულ საკითხში ინიციატივა პირველს საკუთარ თავზე აეღო,რადგან მისი თხოვნის შედეგად შურიანს მასზე დიდი სიმდიდრე არ მიეღო.ასეთმა გადაწყვეტილებამ,მათ შორის დავა წარმოშვა.კამათს ბოლო არ უჩანდა.შურიანისა და ვერცხლისმოყვარის დავით გაღიზიანებულმა მეფემ,მოდავეებს გაჩუმება უბრძანა და შურიანს მიმართა: ” – თქვი,რაც გინდა!” მან კი,განაცხადა,რომ ცალი თვალი მოეთხარათ მისთვის.ამ გამაოგნებელი თხოვნით,ნათლად დაინახა ბრძენმა მეფემ შურიანის ვერაგული განაზრახი.მან არათუ უარი თქვა მეფის საჩუქარზე,არამედ ცალი თვალით დასახიჩრებაც კი არჩია,რათა მეტოქისათვის ორივე თვალი დაეთხარათ.შესაბამისად,მეფემ დაასკვნა,რომ შურიანი ადამიანი ბევრად ვერაგია,ვიდრე ვერცხლისმოყვარე… (ავტორი გენია.ჯი)