ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “მზიანი ღამე”

” – დედაშენი არის ღმერთი.შენ რომ ზიხარ და უყურებ,ისიც რომ გიყურებს,შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის,ამიტომ შენ გგონია,ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს,წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია,ისე უბრალო,რომ როდესაც ხედავ,არ იცი,რომ ღმერთია,ამაშია ღმერთის უბედურება,ამიტომ არ წამთ ღმერთი,ღმერთი რომ სხვაგან იყოს,შორს ჩვენგან,ცალკე და მაღლა,ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს,მაშინ ყველა იწამებდა.ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო,ღმერთის სახე რომ არ აქვს,რომ არ ჰგავს ღმერთს,რომ არ გეუბნება,ღმერთი ვარო,პურს რომ გიყოფს,სადილს რომ გიკეთებს,ტანზე რომ გაცმევს,თავზე რომ გახურავს,გიღიმის და გეფერება,გკოცნის და ტირის შენი გულისთვის,კვდება შენი გულისთვის,ცივა,წყურია,შია შენთან ერთად,სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის,მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა,ყველა იწამებს.ღმერთი მაშინ უნდა იწამო,შენ რომ გგავს,მე რომ მგავს,დედაშენს რომ ჰგავს”. (ავტორი გენია.ჯი)

***

” – ეს მე ვარ,შენი შვილი,შენი სისხლი და ხორცი.შუაღამისას ვდგავარ საფლავებს შორის და არ მეშინია.არ მეშინია,რადგან ის,რისაც ყველაზე უფრო მეშინოდა,უკვე მოხდა. ეს იყო შენი სიკვდილი და, რადგან სიკვდილის არ მეშინია,აღარც სიცოცხლის მეშინია…”

***

“ის,თუ ვიღაცამ კაცი მოკლა და ვიღაცამ მაღაზია გაქურდა,არ არის ეროვნული ტრაგედია,ეროვნული ტრაგედია ის არის,რომ ამის მეტი ვერაფერი დაინახო…”

***

” – ახალგაზრდობა ჩვენი იმედია,იაროს ახალგაზრდობამ ვიწრო კაბებში,ოღონდ იკითხოს წიგნი,უყვარდეს ერი,ქვეყანა,სამშობლო; ეკეთოთ საყურე გოგონებს,ეკეთოთ ბეჭდები,ოღონდ კარგი დედები იყვნენ და სწამდეთ სიკეთე და პატიოსნება”.

***

“არ ღირს სიკვდილი,რადგან არ არსებობს არაფერი,რისთვისაც სიკვდილი ღირდეს…”

***

” – ლექსი ადამიანივით არის,შვილო,რამდენი კაცია,ხელიც აქვს,ფეხიც,ყურიც,ცხვირიც,თვალიც,ყველაფერი თავის ადგილზე,მაგრამ კაცი არ არის,უყურებ ადამიანია,ნამდვილი ადამიანი,გაიცნობ და არ არის ადამიანი,რაღაც აკლია, და აი ის რაღაც რომ აკლია,ამიტომ ცხოველია,პირუტყვი”.

***

“ზოგი ისე ჩადის ბოროტებას,სიკეთეს აკეთებს ჰგონია…”

***

” – მზე სასწაულია,მაგრამ შენ არ გინახავს ნამდვილი მზე… მზით დამწვარი უსაზღვრო ტრამალი… მზით დამწვარი ქვა,მიწა,ხე,ქვიშა,გამხმარი ხახა,გამხმარი ტვინი.არის წუთები ცხოვრებაში,როდესაც მზე გეზიზღება და უცქერ მზის ჩასვლას მხოლოდ იმიტომ,რომ იგი ჩადის, და გიხარია მისი ჩასვლა,რათა ხელმეორედ აღარ ამოვიდეს,ისეთი ულმობელი,როგორიც გუშინ”.

***

“მაღლა ისევ უსაზღვრო ცა იყო მოჭედილი დიდი და პატარა ვარსკვლავებით.ყველგან ზეცა იყო,საითაც არ გაიხედავდი,დაუსაბამო ზეცა, და მე ვიყავი დედამიწა,პატარა დედამიწა,ცოცხალი,მსუნთქავი,ფიქრიანი,მეოცნებე,ნატანჯი,გადარჩენილი,უსაზღვროდ ბედნიერი, და გვერდით მედგა ყველა ჩემი ტკივილისა და სიყვარულის ბადალი,სიყვარულისა და ტკივილების მატარებელი,ცოცხალი მიწა, და მე აღარ ვიყავი მარტო,ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“გაუმარჯოს ღამეს,რომელიც თენდება…”