ვიქტორ-მარი ჰიუგოს გენიალური რომანიდან – “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”

“შენ ჩამოგახრჩობთ.ეს სულ უბრალო რამ არის,ბატონო პატიოსანო მოქალაქენო! როგორც თქვენ ეპყრობით ჩვენებს,როცა ხელში ჩაგივარდებათ,ჩვენც ისე ვეპყრობით თქვენებს,როცა ჩვენთან ამოყოფენ თავს.კანონს,რომელსაც თქვენ იყენებთ მაწანწალების მიმართ,მაწანწალებელი იყენებენ თქვენს მიმართ.თქვენი ბრალია,თუ ის ასე მკაცრია.ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს საშუალება შევხედოთ,როგორ იმანჭება პატიოსანი კაცი,როცა თავს კანაფის ფარღულში აყოფინებენ.ამით სახრჩობელას დარბაისლური იერი ეძლევა”.

***

“უნდა ითქვას,რომ სახრჩობელა და სამარცხვინო ბოძი, – “მართლმსაჯულება და კიბე”,როგორც მაშინ ამბობდნენ, – გვერდიგვერდ რომ იყო ამართული ქვაფენილის შუა ადგილას,გამვლელს აიძულებდა თვალი აერიდებინა ამ ავბედითი მოედნისათვის,სადაც იმდენმა ჯანღონითა და სიცოცხლით სავსე ადამიანმა სიკვდილის კლანჭებში უკანასკნელად გაიბრძოლა; სადაც ორმოცდაათი წლის შემდეგ გაჩნდა “სენ-ვალიეს ციბ-ცხელება”,ეს ეშაფოტის შიშით გამოწვეული სენი,უსაზარლესი და უსაზიზღრესი სენი ყველა სენთა შორის,რადგან მას მოგვივლენს არა ღმერთი,არამედ ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ხალხმა რომ მოთმინებით იცადოს – საუკეთესო საშუალებაა უმტკიცო,ახლავე დავიწყებთო”.

***

” – გარწმუნებთ,ბატონო,რომ ქვეყნის აღსასრული დადგა! არასოდეს არავის უნახავს მოსწავლეთა ასეთი თავაშვებულობა,ამაში კი ბრალი მიუძღვის ჩვენი საუკუნის წყეულ გამოგონებებს,რომელთაც ყოველივე წარწყმიდეს,ზარბაზნებიო,შაშხანებიო,საათებიო და, ახლა რაც მთავარია,წიგნის ბეჭდვა,ეს რაღაც ახალი გერმანული შავი ჭირი.აღარც ხელნაწერი თხზულებები,აღარც წიგნები.წიგნის ბეჭდვა ახშობს წიგნით ვაჭრობას.დგება აღსასრულის დღე”. (ავტორი გენია.ჯი)