ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”

“ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ მიუღწევია განვითარების იმ საფეხურისათვის,რომ ტიტველი სიარული შეიძლებოდეს,როგორც ეს სურდა ძველ ფილოსოფოს დიოგენს”.

***

“მართლაც,ნივთთა შექმნის დღიდან ქრისტიანული ერის მეთხუთმეტე საუკუნემდე ჩათვლით ხუროთმოძღვრება კაცობრიობის უდიდესი წიგნი იყო,ადამიანის როგორც ფიზიკური და სულიერი არსების გამოსახვის მთავრი და ძირითადი საშუალება მისი განვითარების სხავდასხვა საფეხურზე”.

***

“ტაძარი კვაზიმოდოს უწევდა არა მარტო საზოგადოების,არამედ მთელი სამყაროს,მთელი ბუნების მაგივრობას”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“დროთა განმავლობაში რაღაც გულითადი კავშირი დამყარდა ზარების მრეკველსა და ეკლესიას შორის.ამ ქვეყანას სამუდამოდ განშორებული ორმაგი უბედურების – თავისი უცნობი წარმოშობისა და სიმახინჯის გამო,სიყრმიდანვე ამ ორმაგ გამოუვალ წრეში ჩამწყვდეული,საბრალო უბედური მიჩვეული იყო არაფერი დაენახა ამ წმინდა კედლებს მიღმა,რომელთაც იგი შეიფარეს თავიანთ ჩრდილ ქვეშ.თავისი ზრდისა და განვითარების კვალობაზე ღვთისმშობლის ტაძარი ხან კვერცხი იყო კვაზიმოდოსთვის,ხან ბუდე,ხან სახლი,ხან სამშობლო,ხან მთელი სამყარო”.

***

“დიდი შენობები,ისე როგორც დიდი მთები,საუკუნეების ქმნილებებია”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ჟამი ბრმაა,კაცი კი – უგუნური”.

***

“გაბედე ცოდნა”.