გი დე მოპასანის ნოველიდან – “მარტოობა”

“კაცთა მოდგმის ყოფიერების საიდუმლოებათა შორის არის ერთი რამ,რასაც ჩემთვის ფარდა აეხადა: მთელი ცხოვრებისეული შფოთვა ჩვენი უსასრულო მარტოობით არის გამოწვეული,ყველა ჩვენი ძალისხმევა,ყველა ჩვენი ცდა ამ მარტოობისგან გაქცევისკენაა მიმართული”.

***

“როგორი ნდომითაც არ უნდა ვიყოთ ანთებულები,როგორც არ უნდა მიიზიდებოდნენ ჩვენი ტუჩები და როგორი ვნებითაც არ უნდა ვეხვეოდეთ ერთმანეთს,მაინც ყოველთვის მარტო ვართ”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“რაც საკუთარი მარტოობა შევიცანი,მეჩვენება,რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვიძირები ბნელ მიწისქვეშეთში,სადაც ვერ ვპოულობ ნაპირს,ვერ ვპოულობ დასასრულს და იქნებ ამ ჯურღმულს მართლაც არა აქვს ბოლო!”

***

“ცისქვეშეთში ყველაზე უბედური ადამიანი,გუსტავ ფლობერი,რომელიც უდიდესი ნათელმხილველი იყო,მეგობარ ქალს ამ სასოწარმკვეთ სიტყვებს სწერდა: “ჩვენ ყველანი უდაბნოში ვართ,სადაც ერთმანეთისა არაფერი ესმით”.

***

“ასე რომ,ადამიანმა კიდევ უფრო მეტად არ იცის,რა ხდება მეორე ადამიანის სულში.ჩვენ ამ ვარსკვლავებზე უფრო შორს ვართ ერთმანეთისგან,მეტად გათიშულები,რადგან სხვისი ფიქრი ყოვლად შეუღწევადი რამ არის.გამუდმებით მათკენ მივისწრაფვით,ვინც ვერასოდეს ჩაწვდება ჩვენს არსს, – არსებობს ამაზე უარესი გრძნობა ამქვეყნად? გვიყვარს ერთმანეთი,თითქოს სულ ახლოს ვიყოთ მიჯაჭვულები,ხელებს ვიწვდით და მაინც ვერასოდეს შევიყრებით ერთად.ერთმანეთში გათქვეფის მწველი სურვილი გვტანჯავს,თუმცა ყველა ჩვენი ძალისხმევა ამაოა,ჩვენი თავდავიწყება – უსარგებლო,ჩვენი გულწრფელობა – უნაყოფო,ჩვენი გადახვევა – უძლური,ჩვენი ალერსი – ფუჭი.ერთ არსებად ქცევა გვსურს და ერთმანეთისაკენს ვილტვით,საბოლოოდ კი მხოლოდ უხეშად ვეხლებით ერთმანეთს”. (ავტორი გენია.ჯი)