მამუკა წიკლაური – “საკუთარ თავთან პირისპირ”
“ორმოცდაათი წლის ასაკში თქვენ სწავლობთ საკუთარ თავთან ლაპარაკს” – უთქვამს ცნობილ ფრანგ მუსიკოსსა და პოეტს მორის შევალიეს.
არ ვიცი,მეჩვენება თუ მართლაც ასეა – შევალიე როგორღაც ადვილად საუბრობს იმ უმძიმეს შეხვედრაზე,რასაც საკუთარ თავთან შეხვედრა და დაპირისპირება ჰქვია… როცა შენივე თავი გექცევა ღრმა ფენებში მოარულ გამომძიებლად და დაუნდობელი მარწუხებით გთრგუნავს.
…შენ თითქოს გაქვს,მაგრამ არცა გაქვს თავის გასამართლებელი არგუმენტები.ამ არგუმენტებიდან მთავარი,ალბათ,ისაა,რომ ყველაფერი და ყოველივე ჩემზე არაა დამოკიდებული – მე არ შემიძლია ჩემი თავი გადავაკეთო – უფრო კეთილი ვიყო,ან უფრო პრინციპული და ბოროტებასთან შეურიგებელი; უფრო მიმტევებელი ვიყო ჩემი თავისა და სხვების მიმართ… ერთი სიტყვით,მე ბედისწერის შვილი ვარ,ბედისწერა კი ჯიუტია – ის არაფერს მითმობს.
ადვილად წერს შევალიე – ორმოცდაათი წლის ასაკში საკუთარ თავთან ლაპარაკს ვსწავლობთო,თუმცა მე ვერ ვისწავლე ტკბილი ლაპარაკი საკუთარ თავთან.მე მხოლოდ ვომობ და ყოველღამ ორმოცდაათი ყორანი გადადი-გადმოდის ჩემ სისხლიან მკერდზე… (ავტორი გენია.ჯი)