უილიამ შექსპირი – “სონეტი XV”
რად არ გწადია,შეებრძოლო სისხლიან ტირანს,
ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?
იქნებ გგონია,მარადიულს მოგიჩენს ბინას
და ამ ლექსივით ხელს მოწყალედ გამოგიწოდებს?
***
იქნებ გწადია,სიჭაბუკის შეგრჩეს სიმდიდრე,
იქნებ იმ ბაღში შესვლის ფიქრიც არ გეკარება,
რაიც მომავლით მოგიმრავლებს საგანძურს,ვიდრე
მოსპობს შენს კალმითნახატობას ცრუ ნეტარება.
***
ვიდრე დრო-ჟამით ნაქანდაკარ სიკვდილს ვეწევით,
ვიდრემდე ებრძვის მის საჭრეთელს ჩემი კალამი,
ადამის შვილთა მოდგმის წიაღ მადლის შეწევნით
გზა გაიკვალე სიცოცხლისკენ გასაკვალავი.
***
სხვას უწილადე,რაც გაქვს კარგი ამ გზა-სავალში
და შენ იცოცხლებ შენს მშვენიერ შთამომავალში!..