ლევ ტოლსტოის რომანიდან – “ანა კარენინა”

1. “არიან ადამიანები,რომლებიც თავიანთ ბედნიერ მეტოქეს რომ შეხვდებიან,რასაც უნდა შეეხებოდეს ეს მეტოქეობა,მზად არიან,თვალი აარიდონ ყოველივე კარგს,რაც კი მას აქვს, და მხოლოდ ცუდი დაინახონ; არიან ისეთებიც,რომლებიც პირიქით,ცდილობენ აღმოაჩინონ თავიანთ ბედნიერ მეტოქეში ის თვისებები,რითაც მან გამარჯვებას მიაღწია, და გულისტკივილით ეძებენ მასში მხოლოდ კარგს”.

2. “გეთაყვა,ჩვენს დროში უკვე დროა დავიწყებას მივცეთ ეს ძველი ჩვეულება.ახალგაზრდები ქორწინდებიან და არა მშობლები; ასე რომ,ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება,ისე მოეწყონ,როგორც მათ უნდათ”. (ავტორი გენია.ჯი)

3. ” – აი მორალისტი! მაგრამ უნდა იცოდე,რომ არსებობენ ორგვარი ქალები: ერთნი მოითხოვენ მხოლოდ თავიანთ უფლებებს და ეს უფლებები შენი სიყვარულია,რომელიც შენ არ შეგიძლია მიანიჭო; მეორენი კი შემოგწირავენ ყველაფერს და სამაგიეროდ არაფერს თხოულობენ.რა უნდა ქნა? როგორ უნდა მოიქცე? ეს არის საშინელი დრამა”.

4. “ფაქტის უარყოფა პასუხი როდია”.

5. “ჩემი აზრით,სიყვარული,რომელსაც,გახსოვს,პლატონი განმარტავს თავის “ლხინში”,ეს ორივენაირი სიყვარული სასინჯი ქვაა ადამიანებისთვის.ზოგი მხოლოდ ერთს გაიგებს,სხვა კი – მეორეს.ისინი,რომელთაც არ სწამთ პლატონური სიყვარული,ტყუილუბრალოდ ლაპარაკობენ დრამაზე.ამგვარ სიყვარულს არ შეიძლება ახლდეს რაიმე დრამა: “უმორჩილესად გმადლობთ სიამოვნებისათვის,მიიღეთ ჩემი თაყვანისცემა!” – აი,მთელი მათი დრამა.პლატონური სიყვარულის დროს კი არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დრამას,იმიტომ,რომ იქ ყველაფერი ნათელია და წმინდა”.

6. “ცხოვრების მრავალფეროვნება,მთელი მისი სილამაზე და მშვენიერება ჩრდილებისა და სინათლისაგან შედგება”.

7. “მომიტევე არა იმიტომ,რომ ღირს ვიყო,არამედ შენი მოწყალების გამო”.

8. “შეუძლებელია,რომ ყოფიერების ძირითადი ცნება მიღებული მქონდეს შეგრძნების მეოხებით,რამეთუ არ არსეობს სპეციალური ორგანო ამ ცნების გადმოსაცემად”. (ავტორი გენია.ჯი)

9. “ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს,ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს”.

10. “ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ,რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ,არამედ იმ სიყვარულის გამო,რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ”.